x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დაუჯერებელი ფაქტები,რომელსაც ახსნა ვერ მოუძებნეს

imageრკინის კოლონა დელიში - რკინა ის მეტალია, რომელსაც ყველაზე ფართოდ იყენებს ადამიანი, დაწყებული სახლის ფუნდამენტით და ჩაქუჩით დამთავრებული, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფრით შეიძლება რკინის კოროზიის შეჩერება, ის დროთა განმავლობაში ჟანგდება.მაგრამ ვერავინ და ვერაფრით ვერ მოუხერხეს ახსნა "დელის კოლონის" ფენომენს, ეს 7 მეტრიანი სიმაღლის, 6 ტონიანი რკინის გიგანტი 1600 წელია დგას და არ დაჟანგდა!მასში 98% სუფთაა რკინაა, მეცნიერები გაოცებულები არიან, როგორ შეძლეს 1600 წლის წინანდელმა მჭედლებმა იმ ტექნოლოგიის შემუშავება, რომელიც ახლაც, თანამედროვე ეპოქაშიც კი უჭირთ?

imageბელმესის სახე - 20 წელზე მეტია პერეიერას ოჯახის კედელზე ჩნდება ქალისა და კაცის სახის გამოსახულება, ეს ხდება პერიოდულად, შემდეგ ქრებიან, აღსანიშნავია, რომ ყოველ გამოჩენაზე სახის მიმიკა ეცვლებათ, ჩატარდა გამოკვლევები, თუ რა იწვევდა ამ ეფექტს, სახლის ქვეშ დამარხული ადამიანის გვამიც კი იპოვეს, თუმცა სახეების გამოცხადება გრძელდება, პასუხი დღემდე გაუცემელია, ახსნა ვერაფრით მოუძებნეს.

imageგაყინული ქალი გაცოცხლდა -მინესოტაში იმ დღეს საშინელი ყინვა იყო, ლენგბიში იმ დილას მამაკაცმა თავის მეზობელი, 19 წლის ჯინ ჰილიარდი(Jean Hilliard) თოვლში დაგდებული იპოვა, მისი სხეული მთლიანად გაყინული იყო და სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა, როგორც აღმოჩნდა მისი ავტომობილი გზიდან თოვლში ჩაიჩეხა და ეტყობა საშველად მეზობელთან მოიჩქაროდა, ჯინი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სიტუაცია კრიტიკული იყო, ნათესავებს ყოველგვარი იმედი დაკარგული ჰქონდათ, თუნდაც რომ გადარჩენილიყო მას სერიოზულად დაუზიანდებოდა ტვინი და ამასთან ერთად ექიმებს მისი კიდურების ამპუტირებაც მოუწევდათ, მაგრამ მოხდა სასწაული, 2 საათის შემდეგ ჯინი გონზე მოვიდა, ხოლო ექიმებს მისი ერთი თითის ამპუტირებაც არ დასჭირდათ, 49 დღის შემდეგ სავსებით საღსალამათი ჯინი საზოგადოებას დაუბრუნდა.

imageგამქრალი ტბა - 2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში ტბა გაქრა უკვალოდ და დატოვა 30 მეტრიანი ღრმული, ეს რაღაც მომცრო "გუბე" კი არ იყო, რომ აორთქლებულიყო, არამედ მოზრდილი ტბა, რომლის სიგრძე 5 მილი იყო(9კმ), ბოლოს გეოლოგებმა 2007 წლის მარტში მოინახულეს ტბა, მაგრამ იქ რაიმე არაჩვეულებრივი არ შეუნიშნავთ, ტბას არ გაუჟონია, რომ მდინარედ გადაქცეულიყო და კალაპოტის კვალი დაეტოვებინა, არც მიწისძვრა ყოფილა, რასაც შესაძლოა ტბის გაქრობა გამოეწვია(ესეც ნაკლებად დამაჯერებელია), მოკლედ დღემდე გეოლოგ-მკვლევარებმა ვერ მოუძებნეს ახსნა სად შეიძლება ასე უკვალოდ გამქრალიყო ტბა?საკითხი დღესაც აუხსნელია.(ამოს-მკვლევარებმა მაშინვე "დაასკვნეს", რომ ეს უცხოპლანეტელების ნახელავი იყო.)



image

წვიმის კაცი - 1983 წელს დონი მეგობართან იყო, როდესაც უცებ ტრანსში ჩავარდა, ხოლო ცოტა ხანში მას თავი დაუსველდა, მის სხეულზე წვიმა მოდიოდა, ეს შემდგომ პერიოდულად მეორდებოდა, ერთხელ მეგობართან ერთად იjდა რესტორანში, როდესაც მის თავზე ისევ წვიმა წამოვიდა, რესტორნის მეპატრონემ იგი გარეთ გააგდო, შემდეგ დონი დეკარი(don decker) დაიჭირეს, ციხეში მან ნამდვილი ქაოსი გამოიწვია, როდესაც მის საკანში წვიმა წამოვიდა, მსგავსი შემთხვევები ბევრი იყო, ამ ამბებს ბევრი მოწმე ჰყავს, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები, შემდეგ იგი მზარეულად მუშაობდა რესტორანში, 2011 წელს სპეციალური სატელევიზიო გადაცემა მიეძღვნა დონი დეკარს "Paranormal Witness-Rain man", სადაც ამტკიცებენ, რომ დონი დეკარის ფენომენი ერთ-ერთი ყველაზე აუხსნელი და ერთ-ერთი ყველაზე მისტიურია კაცობრიობის ისტორიაში.

3
628
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
628
  
2013, 9 ივლისი, 21:19
გაგიჟება შეიძლება
2013, 8 ივლისი, 23:50
დონი დეკარზე ვიდეო არ მოიპოვება?
0 1 3