x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137605
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
ღმერთისკენ კარი გახსნილია
ღმერთისკენ კარი გახსნილია

იყო გადარჩენილი ნიშნავს დახსნის, დახმარების მიღებას. იესომ შენთვის გააკეთა ის, რასაც თვითონ ვერასოდეს შესძლებდი. როცა იტყვი: `ვიცი, რომ დამნაშავე ვარ ღმერთის წინაშე, გზას ავცდი, შორს წავედი ღმერთისგან, დავკარგე მისკენ მიმავალი გზა, ~ გაიხსენე მაშინ, რომ იესომ თავის თავზე აიღო შენი მსჯავრი, ღმერთის წინააღმდეგ შენი ამბოხების ყველა შედეგი; როცა კი ამას დაინახავ და დაიწყებ ყველა იმ მადლის მიღებას, რომელიც იესოს სიკვდილის შედეგია, მაშინ შენი ცხოვრება სრულიად შეიცვლება! როცა დაინახავ, რომ იესო აღდგა მკვდრეთით და ამიტომ შეგიძლია ღმერთთან დაბრუნება, გადარჩენა შენთვის რეალობად იქცევა. იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის შედეგად ღმერთისკენ კარი გახსნილია: გამოსასყიდი გადახდილია, ცოდვა გამოსყიდულია, წყევლა დანგრეულია. ამის გაკეთება შენ თვითონ არ შეგიძლია, მაგრამ რწმენითაა შესაძლებელი იმის მიღება, რაც იესომ შენთვის გააკეთა.

როცა მიიღებ იესოს სიკვდილს ჯვარზე და მის აღდგომას, როგორც პირადად შენთვის გაკეთებულს, შენში ჭეშმარიტად რაღაც მოხდება. ღმერთი ხედავს, რომ იღებ იესო ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლს, როგორც პირადად შენთვის გაკეთებულს და მაშინ სულიწმიდა შემოვა შენში და მიიღებ ზეციდან შობას (მადლობა იესო ქრისტეს, მხოლოდ მას ერთადერთს და არა შენს კეთილ საქმეებსა და დამსახურებებს), ღმერთი შემოდის შენს ცხოვრებაში და ახალ ქმნილებად გქმნის. სასწაული ხდება – შენი შინაგანი მდგომარეობა იცვლება! შენს შიგნით დაიბადა ახალი ადამიანი. ახლა შენს ცხოვრებაში ღმერთის ძალა იწყებს მოქმედებას, მისი აღთქმები შემოდიან შენს ცხოვრებაში და შენს მეშვეობით – სხვების ცხოვრებაშიც. მაშინ რეალურად რწმუნდები, რომ ღმერთმა მიგიღო იესო ქრისტეს მეშვეობით. ამჩნევ თუ როგორ იწყებს ღმერთი შენთან საუბარს, წინამძღვრობას, სასწაულების მოხდენას და ყოველივე ეს იესოს მადლითაა!

ის კი არ იწოდება ქრისტიანად, ვინც ქრისტიანული რელიგიური მოქმედებებითა და რელიგიური იდეებითაა დაინტერესებული, არამედ ის, ვის ცხოვრებაშიც ღმერთის გარდამქმნელი ძალა მოქმედებს, რომელიც მას ღმერთის აღთქმათა გამტარებლად ქმნის სხვა ადამიანებისთვისაც.

ღმერთს სურს ყველა შენი საჭიროების დაკმაყოფილება. არ არსებობს არც ერთი სფერო, სადაც მას არ შეეძლოს სასწაულის მოხდენა, რათა გაკურთხოს. როდესაც იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, იგი მუდამ ახდენდა სასწაულებს, კურნავდა ადამიანებს, ათავისუფლებდა ეშმაკის მიერ შეპყრობილებს. ხუთი პურითა და ორი თევზით მან ხუთი ათასი კაცი დააპურა. იესო იღებდა ზეციური მარაგიდან, აჩვენებდა, რომ ღმერთი კეთილი და მადლიანია და ყოველთვის მზადაა კაცობრიობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად თავისი ულევი სიმდიდრით.

იესო დღესაც მზადაა კურთხევისათვის, მასში არაა ცვალებადობის აჩრდილიც კი. იგი ცოცხალია და საქმით ამტკიცებს, რომ მხსნელია, რომელსაც შეუძლია და აუცილებლად აღგადგენს, გაკურთხებს და მოგცემს სრულიად ახალ სიცოცხლეს, თუკი მისკენ გამოემართები.
მას უყვარხარ და შეუძლია იმის გაკეთება, რასაც სხვა ვერვინ ვერ შესძლებს. დღეს მთელ მსოფლიოში ასობით და ასიათასობით ადამიანი პირადად რწმუნდება ამაში და შეუძლიათ დაამოწმონ, რომ ეს სიმართლეა, მაგრამ ღმერთს სურს, რომ ეს შენთვისაც რეალური გახდეს! მაშ, ნუ გაექცევი ამ შესაძლებლობას, არამედ აღიარე იესო შენს მხსნელად და უფლად!

0
24
1-ს მოსწონს
ავტორი:აკო
აკო
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0