x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ულამაზესი საქართველოს ღირშესანიშნაობები
image
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა. მისი ფართობი მხოლოდ 69, 700 კვ/კმ-ია. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში. საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს, დამაკავშირებელს წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის. საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება, ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა: როგორებიცაა კაცხი, რაბათი, ბათუმი და სხვ.
რომ დავიწყოთ საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა დამეთანხმებით ერთი პოსტი კიარა ოციც კი არ გვეყოფა. ამიტომაც მე შევეცდები ჩამოვთვალო ისეთები რომლებიც ჩვენთვის ცნობილია და ძალიან ლამაზი.

კაცხის სვეტი.imageკაცხის სვეტი, შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.


რაბათი.image
რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.


ვარძია.image
ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ.



სვანეთი.imageimageსვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა.

ბათუმი.imageბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში. გამოირჩევა სილამაზით, იქ თავმოყრილია სხვადასხა კულტურის ძეგლები.


თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი.imageთბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.


გონიოს ციხე.imageგონიოს ციხე, აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხისშესართავთან. უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია აფსარუნტის სახელით. გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა.


ქვაცანცალა.image
ქვაცანცალა — მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში „ზის“ კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.

ბაგრატის ტაძარი.imageბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში, ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.
994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის, ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.













2
7407
2-ს მოსწონს
ავტორი:All.star
All.star
7407
  
2015, 19 აპრილი, 13:40
ნიკორწმინდა, ბარაკონი? გინახიათ საერთოდ აქედან ბევრზე ბევრად უფრო ლამაზია
2013, 7 ივლისი, 10:41
სვეტიცხოველი? :((
ბაგრატის ტაძარიც ამ ფორმით საკამათოა :(
ქვაცანცალა არ ვიცოდი, კარგია რომ გავიგე, თან სახელიც მომწონს:)
კარგი სტატიაა, ყველაფერს მართლა ვერ დაიტევს პოსტი.
0 1 2