x
image
jango
ნინი ბადურაშვილმა ყოფილ ქმარს ფეისბუქით უპასუხა

imageრამდენიმე დღეა უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი ნინი ბადურაშვილის განქორწინებაზე საუბრობს. ნინი ბადურაშვილის ყოფილმა ქმარმა მართლაც სენსაციური ინტერვიუ მისცა ჟურნალ თბილისელებს სადაც ის ამბობს, რომ ნინიმ გამოიყენა. გთავაზობთ ინტერვიუს : „ნინიმ გამომიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა... ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - განაცხადა ირაკლი კუტალაძემ. ამ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნინის მეგობრებმა ეს ყველაფერი აფსურდად მიიჩნიეს. დრო გადიოდა მაგრამ თავად ნინი არაფერს ამბობდა ამის შესახე, თუმცა დღეს მან ეს დუმილი დაარღვია და ფეისბუქზე ისეთი სტატუსი გამოაქვეყნა, რომ ყველა მიხვდა რისთვის, რაზე და ვისთვის იყო დაწერილი. გთავაზობთ ნინის სტატუსს: „ეცადეს და ვერ გამხადეს ბოროტი, ეცადეს და ვერ გამხადეს ფლიდი, წუთისოფელს კაცად დარჩე ბოლომდე, ესეც თურმე გმირობაა დიდი! :)“ -წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

1
25646
5-ს მოსწონს
9-ს არა
ავტორი:jango
jango
25646
  
2013, 28 ივლისი, 21:58
ტუ მარტლა ეგრეა და ნინიმ გამოიყენა კუტალადზე, დზაანაც კარგი, მაპატიოს უფალმა და მაგ მახინჯისგან მაინც არ ეყოლება შვილი
0 1 1