x
image
worldsport.ge
ანანიძე დონეცკში “შახტარს” დაუზავდა

imageმოსკოვის “სპარტაკმა”, სადაც ჯანო ანანიძე გამოდის, ოთხთა ტურნირის ფარგლებში, დონეცკში ადგილობრივ “შახტართან” მატჩი 0:0 დაასრულა.
ვალერი კარპინმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და 62-ე წუთზე შეცვალა. იმედია, ანანიძეს სეზონის დროსაც მიეცემა მოსკოველთა რიგებში პირველი წუთიდან თამაშის საშუალება, თორემ, განვლილ ჩემპიონატში, მას ამის შანსი ნაკლებად ჰქონდა.
ავსტრიულ შეკრებაზე ჩატარებულ პირველ სპარინგში, სამარას “კრილია სოვეტოვმა” ადგილობრივი გრაცის “შტურმი” 2:0 დაამარცხა. რუსეთის პრემიერლიგის გუნდის სასტარტოში იყო ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელიც 31-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 61-ზე, კვლავ მოედანს დაუბრუნდა.
ლუგანსკის “ზორიამ”, რომელშიც ჯაბა ლიპარტია ირჯება, ამხანაგურ შეხვედრაში ხორვატიის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ ზაგრების “ლოკომოტივს” 5:0 მოუგო. უკრაინელთა შემადგენლობაში ლიპარტია მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0