x
image
worldsport.ge
ხორვატებმა ქალ გულშემატკივრებს “მწვანე შუქი“ აუნთეს

imageრა სჯობს, როდესაც სტადიონზე ზიხარ, საინტერესო საფეხბურთო მატჩს უყურებ და გვერდს მშვენიერი ლამაზმანი გიმშვენებს! როგორც ჩანს, ეს მარტივი ჭეშმარიტება ძალიან კარგად გაითავისეს ხორვატიული ფეხბურთის მესვეურებმა და ერთობ საინტერესო გადაწყვეტილებაც მიიღეს.
ჩვენი ეროვნული პირველობისა არ იყოს, ხორვატიის საფეხბურთო ჩემპიონატზეც, გულშემატკივრებით გადავსებულ სტადიონებს იშვიათად ნახავთ. გულშემატკივრების მოსაზიდად, ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასწრება, ყოველ მეორე ქალს უფასოდ შეეძლება.
ამ კრეატულ იდეას, შეიძლება, მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდეს, რომლებიც იტყვიან, რომ ეს, ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულებაა. მაგრამ როდესაც ეროვნული პირველობისთვის მაყურებელთა რაოდენობის გაზრდა გსურს, კრიტიკოსთა ქილიკიც უნდა აიტანო...


www.worldsport.ge

0
341
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0