x
image
worldsport.ge
ბელჰანდას ორი ვარიანტი აქვს

imageმაროკოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველი იუნეს ბელჰანდა ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.
23 წლის ფეხბურთელს გუნდის გამოცვლა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში სურდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა ერო ლუი ნიკოლენმა ახალგაზრდა ლიდერი არ გაუშვა. L’Equipe-ის ინფორმაციით, ახლა “მონპელიეს” მფლობელი იუნესთან განშორებისთვის მზადაა.
“ბელჰანდას ტრანსფერთან დაკავშირებით ორი კონკრეტული წინადადება მივიღეთ და ორივე მათგანი სავსებით გვაკმაყოფილებს. ახლა არჩევანის გაკეთება თავად ფეხბურთელს მოუწევს”, - დაწერა ნიკოლენმა საკუთარ თვითერზე.
ბელჰანდას შეძენის მთავარი მსურველები ინგლისის პრემიერლიგის “ასტონ ვილა” და თურქეთის სუპერლიგის “ფენერბაჰჩე” არიან. მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
1
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
1
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0