x
image
worldsport.ge
სუარესმა ლივერპულელები გააბრაზა

imageინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ თავდამსხმელი ლუის სუარესი მადრიდის “რეალთან” ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოგეხსენებათ, ესპანური მედიასაშუალებები “სამეფო კლუბისა” და ურუგვაელი მეგოლის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ, რამაც მერსისაიდელები გააღიზიანა.
სუარესს “ლივერპულისგან” თანხმობა არაფერზე მიუღია და, შესაბამისად, არც “რეალის” წარმომადგენლებთან საუბრის უფლება აქვს. სამხრეთამერიკელს “წითლებთან” კონტრაქტი აკავშირებს და თავისი ვალდებულებები აქვს.
მოგეხსენებათ, სადღეისოდ, სუარესი ბრაზილიაში იმყოფება და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კონფედერაციის თასზე ასპარეზობს. ურუგვაელები 1/2-ფინალში დამარცხდნენ და მე-3 ადგილისთვისღა იბრძოლებენ.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0