რა არის პანდუსი? - ამ სახელწოდების ირგვლივ გაერთიანდნენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად აკეთებენ პროექტებს სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე. მათ შორის პანდუსების არსებობის თემაზე საქართველოში. პანდუსის პროექტის იდეა გაჩნდა მას შემდეგ რაც, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა სტუდენტი რომელიც, ეტლის საშუალებით გადაადგილდება. სწორედ მისი და კიდევ ორი სტუდენტის ორგანიზებით დაიწყეს მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე. რომლის მიზანია, საზოგადოებას და პირველ რიგში მთავრობას მიაწვდინონ ხმა. გვქონდა საშვალება ამ პროექტის ორგანიზატორებს ციცი ბაღდავაძეს, ხატია ჭელიშვილს და ნინო ტეტუნაშვილს გავსაუბრებოდით.
გთავაზობთ ინტერვიუს.
–რატომ გაჩნდა პანდუსის პროექტის იდეა?
ციცი : – ალბად, პრობლემაზე ფიქრს მხოლოდ მაშინ იწყებ, როდესაც ის კონკრეტულად შენ გეხება. შეიძელბა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ არა, მეც არასოდეს დავინტერესებულიყავი პანდუსების პროიბლემით. მერე უკვე ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ეს პროექტი, გადავწყვიტეთ ერთად მუშაობა, ასე დავიწყეთ...
ნინო : – ციციმ გვკითხა სურვილი გვექნებოდა თუ არა პანდუსების პროექტზე მუშაობის. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდით. ჩვენ გავერთიანდით, რათა შევახსენოთ საზოგადოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. დღეს შეიძლება უპრობლემოდ გვაქვს საშვალება გადაადგილების, თუმცა არაფრისგან ვართ დაზღვეულნი, იგივე პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი აღმოვჩნდეთ. სწორედ, ამიტომ დავიწყეთ ამ პრობლემაზე ფიქრი.
–რა არის პროექტის მიზანი?
ციცი : – ხშირად არის შემთხვევები, მაგალითად იქ სადაც პანდუსი არის გაკეთებული, მანქანა დგას, ან თვითონ პანდუსიც ცუდად არის გაკეთებული... ეს ჩემი აზრით იმის ბრალია, რომ საზოგადოება ვერ აცნობიერებს პანდუსის მნიშვნელობას, რისთვის არის საჭირო. ჩვენი მიზანი სწორედ ის არის, რომ მათ გავაგებინოთ, გავაცნოთ და ავუხსნათ რა არის პანდუსი, რა დანიშნულება აქვს და ასევე ვაჩვენოთ ისიც თუ როგორი უნდა იყოს კარგი პანდუსი.
–რის გაკეთებას აპირებთ?
ხატია : – ვაპირებთ ამ თემასთან დაკავშირებით გამოფენა მოვაწყოთ. ეს იქნება ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ გადაღებული სურათები და შეიძლება თან ერთვოდეს ნახატებიც.
ნინო : – ასევე ვგეგმავთ, სხვადასხვა სახით ჩვენი პროექტის განხორციელებას. შეიძლება ეს იყოს აქციის სახით.ვფიქრობ, საინტერესო იქნება.
– რას ელოდებით ხელისუფლებისგან?
ციცი : – ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი პროექტი, მცირედ მაინც შეახსენებს მათ ვალდებულებებს, იმას რომ მხოლოდ ერთი და ორი პანდუსი საქმეს ვერ უშველის. ძალიან ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი. გვინდა შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ სერიოზული ცვლილებაა საჭირო.
ხატია : – ხელისუფლების მხრიდან პირველ რიგში ყურადღებას ველით და შემდეგ პანდუსების პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობას. ეს ის თემაა, როიმელიც წლებია უყურადღებოდ არის დატოვებული და უამრავი ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრირებას უშლის ხელს. ვფიქრობ, ხანდახან გვავიწყდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ისეთივე სრულფასოვანი ცხოვრების უფლება აქვთ, როგორც ნებისმიერ ჩვენთაგანს.
– საზოგადოების ინფორმირება და დამოკიდებულება პანდუსების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, როგორია?
ხატია : – ამ მხრივ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში საშინელი მდგომარეობაა, საზოგადოების ინფორმულობაზე ლაპარაკიც ზედმეტია, სამწუხაროდ უმეტესობამ სიტყვა " პანდუსის " მნიშვნელობაც კი არ იცის...
ნინო : – იმედი მაქვს, პანდუსების გაკეთების კულტურა საქართველოშიც დაინერგება. და ეს იქნება გამოყენებადი პანდუსი ვიზუალური პანდუსის ნაცვლად.