საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ლორან ბლანმა “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. L’Equipe-ს ცნობით, თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მომდევნო სეზონიდან, კარლო ანჩელოტის 47 წლის ფრანგი სპეციალისტი შეცვლის.
ხსენებული წყაროს ინფორმაციით, ბლანი თავის აგენტ ჟან-პიერ ბერნესთან ერთად პარიზში იმყოფებოდა, სადაც პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერო ელ-ჰელაიფისა და სპორტულ დირექტორ ლეონარდოს შეხვდა. მხარეებმა საერთო ენა მალევე გამონახეს და კონტრაქტზეც შეთანხმდნენ. ფრანგი დედაქალაქელებთან 2+1 სისტემით გააფორმებს ხელშეკრულებას.
მოსალოდნელია, რომ პარიზელები ბლანის დანიშვნას ოფიციალურად შემდეგი კვირის დასაწყისში დაადასტურებენ.
www.worldsport.ge