x
image
worldsport.ge
პსჟ კაპელოს წელიწადში 20 მილიონს სთავაზობს

imageრუსული პრესის ცნობით, “პარი სენ ჟერმენი” მზადაა ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, ფაბიო კაპელოს, პარიზულ კლუბში მუშაობის სანაცვლოდ, წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, კაპელო “რეალისკენ” მიმავალი კარლო ანჩელოტის შეცვლის უმთავრესი კანდიდატია. Sport Express-ის ცნობით, დღეს დილიდან, პარიზში ადგილობრივ გუნდსა და ფაბიო კაპელოს ვაჟს, პიერფილიპო კაპელოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარებს. პსჟ-ს კატარელი მეპატრონეები მზად არიან რუსეთის ნაკრების ამჟამინდელ დამრიგებელს წელიწადში 20 მილიონი ევრო გადაუხადონ. თუმცა, გადასახადების დაქვითვის შემდეგ, ეს თანხა განახევრდება.


მიშა ზაქარეიშვილი

www.worldsport.ge


0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0