x
image
worldsport.ge
“ცრვენა ზვეზდა” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

imageმომავალ სეზონში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.
სერბული პრესის ინფორმაციით, 40 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი რიკარდუ სა პინტუ კლუბის ხელმძღვანელობას ახალ კონტრაქტზე ვერ მოელაპარაკა და თანამდებობა დატოვა. მისი წასვლის ერთ-ერთ მიზეზად ისიც დასახელდა, რომ “ცრვენა ზვეზდა” მზადაა, წამყვან ფეხბურთელებს შეელიოს.
რიკარდუ სა პინტუმ ბელგრადულ კლუბში მხოლოდ 100 დღე იმუშავა. ამ ხნის განმავლობაში “ცრვენა ზვეზდამ” 11 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 8 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა. სერბეთის ჩემპიონატში ბელგრადელებმა 62 ქულით მე-2 ადგილი დაიკავეს და ჩემპიონ “პარტიზანს” 11 ქულით ჩამორჩნენ.


www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0