ფრანგული ინტერნეტგამოცემა lensois.com-ის ინფორმაციით, გასულ სეზონში ლიგა 2-ში აღზევებული “მეცისთვის” ქართველი მეკარის, გიორგი მაკარიძის შეძენა პრიორიტეტული არ არის.
ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, “ლე მანის” კარის დარაჯსა და ლოტარინგიულ კლუბს შორის კონტაქტი უკვე შედგა, მაგრამ “მეცი” აქცენტს მაკარიძეზე არ აკეთებს. მეცელებს სურთ, მეკარე ჟოან კარასო შეინარჩუნონ, რომელსაც კონტრაქტი “რენთან” აკავშირებს და განვლილ სეზონში, “მეცში” იჯარით თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მაკარიძის გადაბირება “ლანსსაც” უნდა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge