x
image
worldsport.ge
ვისენტე დელ ბოსკეს დასასრული არ მოეწონა

imageკონფედერაციათა თასის პირველ მატჩში ურუგვაისთან 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ განვლილი შეხვედრა შეაფასა.
“კარგი თამაში გამოვიდა და თითქმის მთელი მატჩის მსვლელობისას ჩვენ ვდომინირებდით. არ მომეწონა მხოლოდ დასასრული, როდესაც მეტოქემ საკუთარ კარს მიგვაჯაჭვა. ვფიქრობ, ეს არ უნდა დაგვეშვა. ურუგვაიმ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა და სერიოზულად გვანერვიულა. მთლიანობაში, ჩემი შეგირდები სწორედ მოქმედებდნენ: კარგად იცავდნენ თავს, სწრაფი გოლი გაიტანეს და კარგ კომბინაციებს ახორციელებდნენ. ვფიქრობ, რეალიზაციაზე მოგვიწევს მუშაობა”, - თქვა დელ ბოსკემ.
კონფედერაციათა თასის მომდევნო მატჩში ესპანელები 20 ივნისს ტაიტის ეთამაშებიან, რომელიც თავის პირველ მატჩს დღეს ნიგერიის წინააღმდეგ გამართავს.


www.worldsport.ge

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0