x
image
worldsport.ge
კოენტრაუს “ბენფიკაში” დაბრუნება სურს

imageპორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველმა ფაბიუ კოენტრაუმ ამჟამინდელი კლუბის დატოვების და უკან, ლისაბონის “ბენფიკაში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
პორტუგალიური გრანდის შემადგენლობაში 25 წლის ფეხბურთელი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და “სამეფო კლუბში” 2011 წელს გადავიდა. მაგრამ მან ძირითად შემადგენლობაში ბრაზილიელი მარსელოს ჩანაცვლება ვერ მოახერხა და პრიმერა დივიზიონში ორი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
პორტუგალიური პრესის ცნობით, კოენტრაუმ მყარად გადაწყვიტა “რეალის” დატოვება. უპირატეს ვარიანტად ის “ბენფიკაში” დაბრუნებას ირჩევს და მზადაა, ხელფასის დაკლებასაც დათანხმდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარცხენა მცველის შეძენა “მონაკოსა” და “ჩელსის” სურთ და მზად არიან, 18 მილიონი ევრო გადაიხადონ. ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ფაბიუს ესპანელებთან მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.


www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0