x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
14 ციტატა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

image


იმისათვის, რომ გადაწყვიტოთ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, საკმარისია არა მხოლოდ ოცნება, არამედ მოქმედება. ადამიანს არც ისე ბევრი რამ სჭირდება__მოტივაცია, ან დროულად მოსმენილი სიტყვა. ციტატებს შეუძლიათ სტიმული მისცენ, როგორც შინაგან, ასევე თქვენს გარშემო მიმდინარე ცვლილებებს. გისურვებთ წარმატებებს და პოზიტიურ ტენდენციებს თქვენს ცხოვრებაში.



1.“წარუმატებლობა__ეს უბრალოდ შესაძლებლობაა ხელმეორედ დაწყებისა, მაგრამ ამჯერად უფრო ბრძნულად." ჰენრი ფორდი.



2.“თუ პრობლემა შესაძლებელია გადაიჭრას, არ ღირს მის გამო ნერვიულობა. თუ პრობლემა გადაუჭრელია, მასზე ნერვიულობა უაზრობაა". დალაი ლამა.




3.“ თუ თქვენ ძალიან ნიჭიერიც ხართ და მთელ ძალისხმევას მიმართავთ გარკვეული შედეგის მისაღწევათ, ზოგიერთ შედეგს უბრალოდ თავისი დრო სჭირდება. თქვენ ვერ გააჩენთ ბავშვს ერთი თვის შემდეგ, თუნდაც ამისათვის ცხრა ქალი იყოს ერთდროულად ორსულად." უორენ ბაფეტი.



4.“ ერთხელ ცხოვრებაში ფორტუნა აკაკუნებს თვითოეული ადამიანის კარებზე, მაგრამ ამ დროს ადამიანი, არც ისე ხშირად ზის უახლოეს ლუდხანაში და არანაირი კაკუნი მას არ ესმის."


მარკ ტვენი.





5. “ ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაა, სწრაფად ხელის ჩაქნევა. ყველაზე სწორი გზაა წარმატებისაკენ, ვცადოთ კიდევ ერთხელ." თომას ედისონი.



6.“პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვის კრემი, მაგრამ თევზებს კი რატომღაც ჭიები ურჩევნიათ. ამიტომ, როცა სათევზაოდ მივდივარ, არ ვფიქრობ იმაზე თუ რა მიყვარს მე, არამედ ვფიქრობ თუ რა უყვართ თევზებს." დეილ კარნეგი.



7.“დილას ჰკითხე საკუთარ თავს:“ რა უნდა გავაკეთო დღეს?", საღამოს, დაძინებამდე:“ რა გავაკეთე დღეს?". პითაგორა.



8.“ღარიბი, წარუმატებელი, უბედური და ავადმყოფი__ეს ის არის, ვინც ხშირად იყენებს სიტყვას “ხვალ". რობერტ კიიოსაკი.



9. “მე ეს მინდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს მოხდება." ჰენრი ფორდი.



10.“მე მარცხი არ მინახავს. უბრალოდ მე ვიპოვე 10000 საშუალება, რომელიც არ მუშაობს." თომას ედისონი.



11.“მძიმე შრომა__ეს არის იოლი საქმის დაგროვება, რომელიც თქვენ არ გააკეთეთ, როდესაც უნდა გაგეკეთებინათ." ჯონ მაკსველი.



12.“ადრე ვამბობდი: “ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი შეიცვლება." შემდეგ კი მივხვდი, რომ არსებობს ერთადერთი საშუალება, რომ ყველაფერი შეიცვალოს__უნდა შევიცვალო მე თვითონ." ჯიმ რონი.



13.“გაკვეთილი, რომელიც მე მივიღე და მივდევ მთელი ცხოვრება, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა ეცადო, ეცადო და კვლავ ეცადო__და არასოდეს არ დანებდე!" რიჩარდ ბრენსონი.



14.“ გააკეთე დღეს ის, რაც სხვებს არ სურთ, და ხვალ იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეეძლებათ."




6
712
7-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
712
  
2013, 23 აგვისტო, 14:19
მაგიჟებ
2013, 7 ივლისი, 17:35
გმადლობთ
2013, 27 ივნისი, 11:23
ძალიან მომეწონა
2013, 10 ივნისი, 20:57
გმადლობ.
2013, 10 ივნისი, 20:42
კარგია
0 1 6