საზოგადოება ბედის ირონია ღია კოსმოსში და დედამიწაზე! (ქალბატონებისთვის საკითხავი) 2013, 9 ივნისი, 18:50 საბჭოთა ბავშვებს, სახლებიც ერთნაირი გვქონდა, სათამაშოებიც და ოცნებებიც...
ნაწილი პრაგმატულად ოცნებოდა (ნაყინის გამყიდველობაზე), ნაწილი კი საგმირო საქმეების ჩადენაზე __ (კოსმოსში)... გმირობის წოდებაც უცნაურად მოდიოდა, ზოგი ჩაის კრეფაში "გმირობდა" ზოგი მთვარეზე მიფრინავდა.. ბელკა და სტრელკას შემდეგ, ყოველგვარი რომანტიზმისა და პოეზიის გარეშე, მთვარისკენ მიმავალ გზას, ქალბატონი გაუყენეს, რომლის სახელი და გვარი ჩემი თაობის გოგონებში, სრულ აღფრთოვენებას იწვევდა და სამაგალითოც იყო. რომანტიზმი კი არა და.. ვალენტინა ტერეშკოვამ 30 წლიანი დუმილის შემდეგ გაამხილა, რომ თურმე, მაშინ, გაუმართავი ხომალდით გაუშვია საბჭოთა კავშირს საწყალი ქალბატონი ღია კოსმოსში. პრობლემა ტერეშკოვამ კოსმოსში ყოფნის მეორე დღეს აღმოაჩინა. ფრენის პროგრამაში ხომალდის მიწაზე დაშვების ნაცვლად ორბიტის გაზრდის პარამეტრები იყო მითითებული, რაც კოსმოსში დაკარგვას უქადდა ხომალდს, უეჭველი. ფრენის მართვის ცენტრიდან სასწრაფოდ უკარნახეს ახალი პარამეტრები ტერეშკოვას..ქალმაც იქვე მომართა ხომალდი.. საბოლოოდ კი მშვიდობიანად დაეშვა დედამიწაზე.. აი ასე ქალბატონებო! ეს სტატია თქვენთვისაა, როგორც ვხვდები ტერეშკოვა დღესაც სამაგალითოა! რა გაგიხდათ ბოლო-ბოლო ერთი მამაკაცის მართვა და მისი პარამეტრების შეცვლა? 68 16-ს მოსწონს 2-ს არა
|