x
image
worldsport.ge
პოდოლსკი “იუვენტუსის” დაინტერესებამ მოხიბლა

imageგერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი ტურინის “იუვენტუსის” მხრიდან გამოჩენილი ინტერესით მოხიბლულია, თუმცა, ჯერ არ იცის, თუ სად გააგრძელებს კარიერას მომავალი სეზონიდან.
“ბებერი ქალბატონი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და Bild-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად 27 წლის გერმანელი მოიაზრება, თუმცა, მას “მეთოფეებთან” საკონტრაქტო ვალდებულებები აკავშირებს.
“არაერთი წინადადება მიმიღია, მაგრამ ამას ჩემზე არასდროს უმოქმედიათ. არ დავმალავ, რომ “იუვენტუსის” წინადადებამ მომხიბლა. მაგრამ მოცემული მომენტისთვის “არსენალთან” მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც კლუბი უნდა გამოვიცვალო. მიუხედავად ამისა, ფეხბურთში ხშირად ხდება მოულოდნელობები და გამორიცხული არაფერია”, - თქვა პოდოლსკიმ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის 33 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო და ამ ტურნირში კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.


www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0