შოუბიზნესი ქართული წარმატება ევროვიზიაზე (+ვიდეო) 2013, 19 მაისი, 2:45 რიგით 58-ე "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ნახევარფინალებსა და ფინალს შვედეთის ქალაქმა მალმემ უმასპინძლა. კონკურსში 39 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ "ევროვიზიაზე" მე-15 ადგილი დაიკავა. ქვეყანა ევროფესტივალზე სოფო გელოვანმა და ნოდიკო ტატიშვილმა წარადგინეს. მათ სიმღერა სახელწოდებით Waterfall შეასარულეს, რომელიც ქართველი კონკურსანტებისთვის შვედმა კომპოზიტორმა, ტომას ჯეისონმა შექმნა. სოფოსა და ნოდიკოს ჩაცმულობაზე დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ იზრუნა. "ევროფესტივალის" ქართველმა მონაწილეებმა ფინალამდე ნახევარფინალური ტური გაიარეს და საუკეთესო ათეულშიც მოხვდნენ. ევროვიზიის დუეტი ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-15 ნომრად წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათი განცხადებით, ისინი ამ დღეს ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობენ და მათ მიერ შესრულებული სიმღერა "Waterfall" დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს მიეძღვნებათ". საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ წელს პირველად "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და კონკურსანტები პირველად წარადგინა შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე. სოფომ და ნოდიკომ პირობა დადეს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ ქვეყნის ღირსეულად წარსადგენად. წყვილმა პირობა შეასრულა, სამწუხაროდ ჩვენმა ქვეყანამ საკადრისი ადგილი ვერ დაიკავა. (თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა წელთან შედარებით პროგრესი შესამჩნევია. გასულ წელს ფესტივალზე საქართველო ანრი ჯოხაძემ წარადგინა, რომელიც სამწუხაროდ ფინალში ვერ მოხვდა) 416 12-ს მოსწონს 1-ს არა
|