ჯერ ისევ გაზაფხულია
გაზაფხულდა... კიდევ ერთხელ გაზაფხულდა, იწყება ცხოვრება, გაცოცხლდა ბუნებაც, თავიდან დაიწყო ყველაფერი, განსხვავებით ბუნებისაგან არ ცოცხლდებიან ადამიანები, სამაგიეროდ თავიდან იბადებიან და აი, ის ერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ქვეყნიერებას არსება-ადამიანი მოევლინა, უსუსური, დაუცველი, ის ისეთი სუფთაა თქვენგან განსხვავებით, მაგრამ დროებით, გადის რამდენიმე თვე და ის იწყებს ელემენტარულ აზროვნებას, საგნების ფორმის გარჩევას, უფრო გვიან ის უკვე იწყებს, გარჩევას ცუდისა და კარგის, ამ დროს ის არჩევნის წინაშე დგას, თითქოს გზები იყოფა და მისი გადასაწყვეტია, მარჯვნივ წავა თუ მარცხნივ, ცუდ გზას დაადგება თუ, კარგს.
ჯერ ისევ გაზაფხულია....
გაიზარდა, ჩამოყალიბდა, უჩნდება გრძნობა, როგორც ყველას, მასაც მოსწონს, უყვარს, სძულს, აკეთებს არჩევანს, დიახ! ახლაც არჩევის წინაშეა, ჰყავს მეგობრები ცუდი წრიდანაც და კარგი წრიდანაც, მისი მომავალი ისევ მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და არჩევანი....
ჯერ ისევ გაზაფხულია....
ისევ გაიზარდა, ახლა უკვე ბევრი წელი გავიდა, ის ფიქრობს ოჯახზე, აქამდე ბევრი მოსწონდა, მაგრამ ახლა გადაწყვეტილების მიღება ძალიან უძნელდება, ისევ არჩევნის წინაშე დგას და ისევ აკეთებს არჩევანს.
იწურება გაზაფხული....
ის ახლა ზენიტშია, ჯერ მხოლოდ ოცდათხუთმეტი წლის არის, მას ჰყავს სასურველი ცოლი, სამი ბავშვი, აქედან ორი გოგო და ერთი ბიჭი, აქვს სამუშაო, და კიდევ ერთი არჩევანი, უყვარდეს ის ვინც მისი მეღლეა, თუ ჩუმად ეძებოს სხვა და ისევ არჩევანი!
მიიწურა გაზაფხული....
გადის დრო ახლა გაზაფხული აღარ არის ისევ არჩევანი რომ გააკეთოს, ის არჩევანი, რომელიც მას ადრე სწორი ეგონა, ის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მას ეამაყებოდა, ახლა არასწორი ჰგონია, აზროვნება შეეცვალა, თითქოს ყველაფერი ყირაზე დადგა და ის არ არის კმაყოფილი განვლილი ცხოვრებით, ახლა ის ორმოცი წლისაა და მთელი დღეები თვითკრიტიკას უნდება.
კალენდარზე ივნისის ოცდაშვიდია....
ქალიშვილებიც დათხოვდნენ, ბიჭმაც ცოლი შეირთო, ის კი ხვება, რომ ახლა მის მაგივრად სხვები აკეთებენ არჩევანს, ახლა სხვის არჩევანს უნდა უყუროს და სხვისი გადადგმული ნაბიჯებით დატკბეს.
დადგა ცხელი ივლისის თოთხმეტი....
სიყვარული, რომელსაც ის ნამდვილი ქალისა და მამაკაცის სიყვარულს ეძახდა, სადღაც გაქრა და ახლა მათ თითქოს დაძმასავით უყვართ ერთმანეთი, თითქოს ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომ თვით სიყვარულიც გადალახეს, ახლა მათ უფრო დიდი რამ - ოჯახი აერთიანებთ.
ჯერ ისევ ზაფხულია....
ცხოვრება მოსაწყენი გახდა, თითქოს გასართობიც აღარაფერია, თითქოს ყველაფერი მობეზრდა, ერთადერთი რაზეც ის ზრუნავს, ეს ჯანმრთელობაა, წლებთან ერთად მისი ორგანიზმიც დაბერდა, ახლა ის კიდევ უფრო აკრიტიკებს წარსულში მის გაკეთებულ არჩევნებს, რაც ჯანმრთელობაზეც დაეტყო, მას ეშინია.
და გათავდა ზაფხულიც....
ახლა დადგა დრო, რომ მან კიდევ ერთი არჩევანი გააკეთოს, ყველა გზას ხომ მაინც ეკლესიისაკენ მივყავართ, ყველას უჩნდება გრძნობა, როდესაც ფიქრობს ის, რომ უნდა მოინანიოს, დიახ ეს შიშის გრძნობაა, ყველას გვაწუხებს ფიქრი, რა იქნება შემდეგ? და კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი არჩევანი....
შემოდგომაც განახევრდა....
ახლა ის ბაბუა არის, ისე უცებ გაირბინეს წლებმა, ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია, ყოველდღე კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი, თავის განვლილ ცხოვრებას, ეძებოს შეცდომები, ახლა მას ბევრი რამ აქვს გამოვლილი, ძალიან დიდი გამოცდილება მიიღო ცხოვრებისაგან და იძლევა რჩევა-დარიგებებს, შვილებისა დაშვილიშვილების მიმართულებით, მაგრამ მოხუცის დარიგებას, ფაქტობრივად არც ითვალისწინებენ და მოსმენითაც დაიღალნენ, დროც გადის, მას მეუღლეც ეღუპება და რჩება სულ მარტო, მისი ცქერა აღარც თავის შვილებს სიამოვნებთ.
ოცდაშვიდი ნოემბერი გათენდა, ჯერ ისევ შემოდგომაა....
მისთვის კი გათენდა წელი სამოცდამეჩვიდმეთე, ის სულ მარტოა და სცივა, ხანდახან ჩაიხედავს სარკეში, და უკვე თვითონაც ზიზღით უყურებს საკუთარ თავს, მას უკვე აღარც რაიმეს შიში აწუხებს, მას აქ აღარაფერი დარჩენია, ოთახში მარტო სხედან ის და კიდევ ის, რომელიც მისგან სარკეში აირეკლება ზოგჯერ, ახლა უკვე მისთვის ცხოვრება, უბრალო ერთჯერად გამოღვიძებად გადაიქცა, რომელიც ყოველდღე მეორდება.
და დადგა ნოემბრის ოცდაათი....
მოჰქრის შორიდან მატარებელი, ეს არის ცხოვრების მატარებელი, რომლის ცალკეული ვაგონები მთელი ცხორება ვაგროვეთ, ზოგი ვაგონი ჩაბნელებულია, ზოგი კი გაკაშკაშებული, ზოგში ცივა და გარეთაც სიცივეს აფრქვევს, ზოგში კი ჯერ კიდევ გაზაფხულია....
ჩაუქროლა მას წინ ლოკომოტივმა და მწკრივ-მწკრივად მიყვნენ ვაგონებიც, ის უყურებს მას და თან თვალზე ცრემლი მოსდის, ხან სიხარულის, ხანაც სინანულის, ხან უაზროდ გაეღიმება და ხანაც თავს ჩახრის, სულ რამდენიმე წამი და ცხოვრების მატარებრლმაც ჩაიარა, და ის გახდა, ცარიელი ის, დგას ბაქანზე და ელოდება ახალ ლოკომოტივს, ცარიელს და დაუტვირთავს, მას უკვე გეზი აქვს სხვა ცხოვრებისაკენ, ის მზად არის, და ჩერდება ბაქანზე, ცარიელი ლოკოლოტივი.
დაზამთრდა....
------------------------
ნიკა დავლიანიძე.
------------------------