x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საუკეთესო ფრაზები პოლიტიკის შესახებ
image“რევოლუცია არის წარმატებული ძალისხმევა, ცუდი ხელისუფლება უარესით შეიცვალოს".(ოსკარ უაილდი)


“პოლიტიკაში ისევეა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში: ავადმყოფობა სიცხის საზომი თერმომეტრის დამალვით არ იკურნება".(ივ მონტანი)


“პოლიტიკა არის ხელოვნება, მდიდრებისაგან ფული, ღარიბებისაგან კი ხმა მიიღო იმ საბაბით, რომ ერთს მეორისაგან დაიცავ".


“პოლიტიკა არის ომი სისხლისღვრის გარეშე.ომი კი არის პოლიტიკა სისხლისღვრით".(მაო ძედუნი)



“პოლიტიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: ემსახურო ღმერთს ისე, რომ ეშმაკი არ გააბრაზო".(თომას ფულერი)


“პოლიტიკა არის არა მეცნიერება, როგორც ამას პატივცემული პროფესორები წარმოგვიდგენენ, არამედ ხელოვნება."


“პოლიტიკა არის ხელოვნება, პრობლემები ისე გადაიჭრას, რომ უფრო დიდი პრობლემები არ წარმოიშვას".


“პოლიტიკური თეატრი:ერთ მომხსენებელს ათი სუფლიორი ჰყავს".(ვისლავ ბრუძინსკი)


“პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს კულტურას, მაგრამ კულტურამ კი შეიძლება განსაზღვროს პოლიტიკა"(თეოდორ ჰოისი)


“ნუ კითხულობ, თუ რისი გაკეთება შეუძლია შენს ქვეყანას შენთვის, არამედ იკითხე, თუ რა შეგიძლია შენ გააკეთო შენი ქვეყნისათვის."(ჯონ კენედი)


“კომპრომისი არის ხელოვნება, ნამცხვარი ისე გაყო, რომ ყველამ იფიქროს, თითქოს მას ყველაზე დიდი ნაჭერი შეხვდა".(ლუდვიგ ერჰარდი)


“არსებობს ძველი ჭეშმარიტება, რომ პოლიტიკაში შენი მტრებისაგან უნდა ისწავლო".(ვლადიმერ ლენინი)


“სამართლიანობა და პოლიტიკა იშვიათად ცხოვრობენ ერთჭერქვეშ".(მარია ანტუანეტა)

0
1911
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1911
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0