შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად უახლოეს 24 საათში გამოცხადდება. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ The Times-მა გაავრცელა. შეგახსენებთ, “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა ალექს ფერგიუსონმა სამწვრთნელო კარიერის დასრულება გადაწყვიტა და კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დაემშვიდობება. დევიდ მოიესს კი სწორედ ამ სეზონის ბოლომდე აქვს კონტრაქტი ლივერპულის “ევერტონთან”.