ფეხბურთი ფერგიუსონის მემკვიდრე დღეს-ხვალ დასახელდება 2013, 8 მაისი, 16:01 ტელეარხ Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა შოტლანდიელი მწვრთნელის, ალექს ფერგიუსონის შემცვლელს უახლოეს 48 საათში დაასახელებს. ამავე წყაროს ცნობით, მთავარი პრეტენდენტი კიდევ ერთი შოტლანდიელი სპეციალისტი დევიდ მოიესია. ეს უკანასკნელი ამჟამად “ევერტონს” უდგას სათავეში, მაგრამ ლივერპულურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე უმთავრდება. 16 შეფასება არ არის
|