x
image
ლია იობიძე
სასარგებლო ჩვევები ჯანსაღი ცხოვრებისათვის

image იმისათვის რომ მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნოთ კარგი განწყობა გამოიყურებოდეთ ენერგიულად და მიმზიდველად, სასურველია ახალი დღე დაიწყოთ რამოდენიმე მარტივი პროცედურით: 1; დალიეთ ერთი ჭიქა წყალი (ღამის განმავლობაში კანი გამოშრა. )უკეთესი იქნება თუ წყალს დავუმატებთ ერთ ნაჭერ ლიმონს-იგი ასტიმულირებს თირკმელებს და სხეულიდან აქტიურად გამოდევნის შლაკებს. 2;არ გახვიდეთ სახლიდან საუზმის გარეშე, მხოლოდ დილის საუზმე აძლევს ორგანიზმს ენერგიას, სასურველია შვრიის ფაფა, იგი შეიცავს დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს . სწორედ ეს ვიტამინები აძლიერებენ ნერვიულ სისტემას და ასტიმულირებენ კანსა და თმებს. მწვანე ჩაი, ვაშლი, ანანასი -- შეიძლება მივირთვათ ყავის ნაცვლად-მათში გაცილებით მეტი ვიტამინია. 3; მივიღოთ გრილი ან ცივი წყლის შხაპი, ცივი წყალი აცოცხლებს კანს, ავიწროებს ფორებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. 4; გაიღვიძეთ მაღვიძარას დარეკვის თანავე. თუ ძალიან გიყვართ ძილი და ცდილობთ მაღვიძარას დარეკვის შემდეგ -ერთი ხუთი წუთიც წაიძინოთ, გახსოვდეთ ეს ხუთი წუთი თქვენში მხოლოდ აგრესიას აგროვებს და ახალ დღეს გაბრაზებული დაიწყებთ. ასე რომ არ ღირს მაღვიძარასთან ჭირვეულობა ეცადეთ ყოველი დღე დაიწყოთ ერთსა და იმავე დროს .

0
74
შეფასება არ არის
ავტორი:ლია იობიძე
ლია იობიძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0