x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მშიერი მოსკოველები ერთმანეთს შავი ხიზილალის ჭამაში შეეჯიბრნენ

imageმოსკოვში ჩატარდა მსოფლიოში პირველი შეჯიბრი შავი ხიზილალის სწრაფ ჭამაში. საღამო ჩატარდა 20 აპრილს, რესტორან The Apartment-ში. შეჯიბრის წამყვანმა აარჩია 12 ადამიანი. მათ უნდა შეეჭამათ რაც შეიძლება მეტი შავი ხიზილალა 3 წუთში და არ უნდა გაჩერებულიყვნენ სანამ ნახევარ ლიტრ ძვირადღირებულ პროდუქტს არ შთანთქავდნენ ბოლომდე.



imageყველა მონაწილეს 49 წლის ალექსანდრე ვალოვმა აჯობა, რომელმაც ნახევარი ლიტრი ხიზილალა შეჭამა 1 წუთსა და 26 წამში! მას პრიზად გადასცეს 10 ათასი რუბლი. დანარჩენი მონაწილეებიდან თითქმის ვერავინ ვერ გაართვა თავი დავალებას და შეუჭმელი ხიზილალა წაიღეს სახლში დამამშვიდებელი პრიზის სახით.

ბოლოს ხელგაშლილმა ორგანიზატორმა ყველა მსურველს გაუმასპინძლდა ხიზილალით. როგორც მან შემდეგ იტრაბახა, მონაწილეებმა და მაყურებლებმა 2 მილიონი რუბლის ხიზილალა შეჭამეს. ხოლო პრესრელიზში ნათქვამი იყო რომ აქციის ბიუჯეტი არ აჭარბებდა ნახევარ მილიონ რუბლს.

0
71
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:catrin
catrin
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0