საბუნებისმეტყველო საოცარი ნამარხები - გიგანტები (ნაწილი მესამე) 2013, 29 აპრილი, 15:25 ბოლო დროს ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად საოცარი ზომის ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს.
მკვლევარების გუნდის განცხადებით, მათ აღმოაჩინეს დაფები წარწერებით, სადაც ეწერა, რომ ისინი ინდოელი მითოლოგიური ღმერთები იყვნენ (ბრაჰმები). ნამარხში საკმაოდ დიდი ადამიანის ჩონჩხი იყო. ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით ძალიან მაღალი და ძლიერი უნდა ყოფილიყო. მათ ერთი ხელის მოქნევით ხის მოგლეჯაც კი შეეძოლოთ. ინდური ლეგენდის მიხედვით ასეთი გენები გამრავლდა და რადგან ყველას ღმერთობა უნდოდა, ინდურმა ღვთაებამ, შივამ ისინი გაანადგურა. ამჟამად ამ ეს ადგილი დახურულ ტერიტორტიად ითვლება და უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ. ტერიტორიაზე მხოლოდ მკვლევარები და "National Geographic"-ის თანამშრომლები იმყოფებიან. მეცნიერების განცხადებით, ქვიშაში შენახული ძვლები ნაკლებ დაზიანებული უნდა იყოს. მაგრამ ქვიშაში ნამარხის ასაკის დადგენა არის რთული, რადგან შეიძლება ახალ ნამარხზე მოხდეს უდაბნოს ქარიშხლის მიერ ქვიშის მიყრა ან პირიქით, რაც ართულებს გეოლოგიური წარსულის გამოკვლევას. ინდოეთის ლეგენდების თანახმად, ძველ დროს, ადამიანის საშუალო სიმაღლე 22 ნაბიჯი იყო. ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ტერიტორიაზეც არის მსგავსი დიდი ზომის ადამიანების ჩონჩხები აღმოჩენილი. ისინი 8 ნაბიჯი იყვნენ სიმაღლით (2.5 მეტრი) და სხეული მოწითალო-ყავისფერი ხშირი თმით ჰქონდათ დაფარული. მხოლოდ დიდი ჩონჩხების აღმოჩენა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მეცნიერებმა, თეორიის დონეზე მაინც, იმსჯელონ ადამიანის შესაძლო წარმომავლობაზე. ჩრდილოეთ ინდოეთში აღმოჩენილ ნამარხზე კი გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს გადაშენებული Gigantopithecus-ია. Gigantopithecus სავარაუდოდ უზარმაზარი პრიმატი იყო, რომელიც სამხრეთ ჩინეთსა და ჩრდილოეთ ინდოეთში 12 მილიონ 500 ათასი წლის წინ ცხოვრობდა. 1935 წელს ჩინეთში ნაპოვნი გიგანტური კბილის საფუძველზე დაიბადა მსგავსი თეორია. 1956 წელს გიგანტური ყბის 4 ფრაგმენტი იქნა აღმოჩენილი, რომლის გამოკვლევის შედეგადაც პალეონტოლოგებმა განაცხადეს, რომ იგი ეკუთვნოდა ზრდასრულ Gigantopithecus-ს, რომლის სიმაღლეც - 3 მეტრი, ხოლო წონა 550 კილოგრამი იქნებოდა. მეცნიერთა ვარაუდებით სიცოცხლე აფრიკაში წარმოიშვა, მაგრამ შემდგომი კვლევების საფუძველზე შეიცვალა მათი შეხედულებაც და ახლა ისინი ამტკიცებენ, რომ სიცოცხლე სწორედ აზიაში წარმოიშვა, რადგან ჩინეთში, ჯავასა და ინდოეთშია ყველაზე ძველი ნამარხები აღმოჩენილი. 502 18-ს მოსწონს |
ეს მცირედი ინფორმაცია რომელიც მე გამიგია,:)))))))