საერთაშორისო როგორც ვლოცულობთ ისე ვცხოვრობთ. 2013, 28 აპრილი, 23:06 დღეს თუ ძმაკაცს დაასმენ, ხვალ სამშობლოს გაყიდი, შენით არ დაწყებულა თბილისური აპრილი, ღირსებაზე უარი არასოდეს გაბედო, ფული გაგითავდება წიხლს დაგაჭერს განგება. უფლის წინ შენ ვერ წახვალ, არის ფუჭი წვალება დამიჯერე ძნელია, მძიმე სულის ტარება სანამ ვინმეს ჩაძირავ, ერთხელ კიდევ დაფიქრდი ქრისტიანი კაცი ხარ თავს დაგყურებს სამება. მიფრინავენ, მიქრიან აწყვეტილი ცხენები... იწურება წუთები, საათები, დღეები... მოდი, კარგი იყავი ლუციფერის ჯინაზე, არ დაუშვა შეცდომა, მენდე თუ დაგჭირდები. თბილისური საღამო კარგი ძრახვით იწყება, უანგაროთ, სიკეთით, სული გაგინათდება იყო ადამიანი, ღმერთმა გულით დაგლოცა, არ მიჰქარო, იცოდე, უკან დაგიბრუნდება. რა გინახავს მითხარი, ვინ გაგზარდა ტყიური შენ ჯერ წინ გაქვს სავალი - შენი გზები მთავარი. ვინ დაგნიშნა ვეზირად, ვინ გაგწირა ახვარი, შენ რად გინდა მთაწმინდა, თუ ხარ სულით დამპალი რამდენი ხართ ვირთხებო, თეთრი ფარსადანები თქვენი სისხლი გაწყალდა, დაიკარგა ქართველი, მაგრამ გასახარელი მაინც მაქვს მოტივები იზრდებიან, მოდიან ქართველი ვაჟკაცები. სახურავზე მტრედები განაგრძობენ ალერსს, კვლავ თბილისის ხედები გულში სითბოს ბადებს, მისი ჩანახატები - მტკვარზე ოქრო მთვარე, პაემანი ვერაზე ვაჟკაცური სახე. მე სიკეთით ვიარე, ყვავილები ქალებს... ვენაცვალე პატარავ, მაგ შენს ცისფერ თვალებს, ვერასოდეს ეშმაკი ვერ ამიმღვრევს გონებას, მე კაცურად ვატარე ჩემი წილი ცხოვრება. 104 4-ს მოსწონს
|