x
image
cxvedo
მსოფლიოს ულამაზესი პირველი ლედები
ამ სტატიაში ვეცდები ჩემთვის ცნობილ ლამაზ პირველი ლედებზე შემოგთავაზოთ მცირედენი ინფორმაცია დართული ფოტოებით.


კარლა ბრუნი


Nicolas Sarkozy & Carla Bruni

ცნობილი მომღერალი და მოდელი კარლა ბრუნი ნიკოლა სარკოზის (საფრანგეთის პრეზიდენტი) მესამე მეუღლეა. ნიკოლა სარკოზიმ იგი ცოლად 2008 წელს შეირთო, ხოლო 2011 წელს მათ ქალიშვილი შეეძინათ.



იმის მიუხედავად, რომ კარლა პირველი ლედია, მაინც არ ტოვებს საყვარელ საქმიანობას და 2008 წელს ალბომიც კი გამოუშვა, შემდეგ ფილმშიც გადაიღეს. კარლა ბრუნი ორსულობის დროსაც დადიოდა "შუაღამე პარიზში"-ს გადაღებებზე. პირველი ლედის შიშველი ფოტოსესიაც არაა უცხო ხილი ცნობილი ჟურნალებისათვის.


დედოფალი რანია


King Abdullah II & Queen Rania


King Abdullah II & Queen Rania


დედოფალი რანია იორდანიის მეფის მეუღლეა. იგი ეწევა კულტურულ და საქველმოქმედო აქციებს. 4 შვილის დედა საკუთარ გარეგნობაზე იმდენად ზრუნავს, რომ სუპერმოდელს ჰგავს. დედოფალმა რანიამ 1995 წელს ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ზრუნავს ქალების ეკონომიკური და სრულფასოვანი ცხოვრების შექმნაზე. იგი ქალთა უფლებების აქტიური დამცველია იორდანიაში.


მეჰრიბან რიფის ასული ალიევა


Mehriban Arif qizi Aliyeva


Ilham Aliyev & Mehriban Aliyeva


აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, მეჰრიბან ალიევა ცნობილია თავისი სილამაზით. მეჰრიბანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ერთგული თანამგზავრია. იგი აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, კულტურის განვითარების ორგანიზაციის და აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტიცაა. იგი ასევე იუნესკოს, ISESCO-სა და OIC-ის კეთილი ნების ელჩიცაა.


მეჰრიბან ალიევა 2 ულამაზესი შვილის და 2 შვილიშვილის ბებიაა.


მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი


Hamad Bin Khalifa Al-Thani & Mozah bint Nasser al-Missned


Mozah bint Nasser al-Missned


მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი გახლავთ კატარის ამირას შეიხ ჯამადის მეორე ცოლი. იკი კატარის განათლების, მეცნიერების და საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის პრეზიდენტია.


მოზა ბინ ნასერ ალ მისნედი ასევე ცნობილია თავისი დახვეწილი გემოვნებით.


ცნობილია ასევე, რომ კატარის შეიხი სამი ცოლიდან მასთან ერთად ამჯობინებს ხოლმე საზოგადოებასთან გამოჩენას.


სულ ეს იყო მოკლე ინფორმაცია ლამაზ და ცნობილ პირველ ლედებთან დაკავშირებით.


22
1768
28-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
1768
  
2013, 10 მაისი, 13:55
ცოტა გამხდარი, ცოტა სიმეტრიული სახის ნაკვთები, ცოტა გამოყოფილი ფეხი, ცოტა ტუჩების მოყვანილობა,, ცოტა გემოვნება, ცოტა მანერები და... ამდენი ცოტა ცოტა ჯამში ბევრი გამოვიდა :) ბევრია "მსუქანი" მაგრამ ულამაზესი მოდელი
სანდრა რულოვსი ამათ ყველას აჯობებდა გამხდარი რომ იყოს და ტანწერწეტა,დზაან ჩასუქდა.თან არ იცმევს სათანადოდ,ყოველთვის უგემოვნოდ ჩაცმული დაიარება....მოკლეთ ქალი რო გასუქდება კაპიკია მისი ფასი მერე რა...
2013, 29 აპრილი, 21:03
ოდნავ სქელია და მინი გამოირიცხა :) სახეზე თითქოს ნორმალურია, მაგრამ გადაწეული თმა აშკარად არ მოუხდება :)
2013, 29 აპრილი, 20:43
:) მაინცდამაინც სილამაზითაც არ ბრწყინავს ჩაცმის სტილს რომ თავი დავანებოთ :D
2013, 29 აპრილი, 20:42
ჩვენი ლედი იმიტომ ვერ მოხვდება ამ სიაში, რომ მხოლოდ ერთი სტილი უხდება. ლამაზ ქალს კი ყველაფერი უნდა უხდებოდეს :)
2013, 29 აპრილი, 17:39
საინეტერსო იყო
2013, 29 აპრილი, 12:30
აზერბაიჯანის პირველი ლედი ძალიან ლამაზია)))) კარგი სტატიაა მომეწონა
2013, 29 აპრილი, 11:36
ლამაზები არიან გეთანხმებით,მაგრამ ჩვენი პირველი ლედი ყველას სჯობია.:))
2013, 29 აპრილი, 8:43
მეჰრიბანი და რანია მომეწონა,
2013, 29 აპრილი, 8:14
:) მადლობა შეფასებისათვის
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10