საბუნებისმეტყველო სტოუნჰენჯის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი 5 ათასი წლით უფრო ადრე ცხოვრობდა, ვიდრე ეს მეცნიერებს მიაჩნდათ 2013, 22 აპრილი, 8:27 სტოუნჰენჯის (Stonehenge - პრეისტორიული მონუმენტი ინგლისში) მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრების შედეგად აღმოაჩინეს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ამ ადგილზე დასახლებული პუნქტი არსებობდა შუა საუკუნეების VIII ათასწლეულში. ყველაზე მეტი მტკიცებულება 2500 წლის წინანდელი აღმოჩნდა. ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, რომ 7500-დან 4700 წლამდე ტერიტორია დასახლებული იყო. სტოუნჰენჯი სვარაუდოდ თარიღდება მეზოლითის ხანით (IX-VII ათასწლეულები ძვ. წ.). მკვლევარების მტკიცებით, შეუძლებელია მეზოლითის ხანაში ადამიანს შეესრულებინა მსგავსი რიტუალები. შემდეგ მოხდა ცივილიზაციის "წყვეტა" თუმცა რაღაც კავშირის წყალობით მაინც მოხდა კულტურის განითარება. David Jacques-ს განცხადებით (დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტის მკვლევარი) - "სტოუნჰენჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია წყარო, რომელიც ცხოველებისთვის სატყუარასავით იყო, ხოლო სადაც ცხოველები არიან, იქ, არსებობს ჰიპოთეზა, რომ არსებობს ადამიანიც." ამ ტერიტორიაზე მართლაც ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მთელი წლის განმავლობაში მტკნარი წყალია. ეს ერთადერთი წყაროა სტოუნჰენჯის სიახლოვეს. სტატია მომზადებულია Daily Telegraph-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით (მასალები გამოქვეყნდა ინტერნეტში). მოგეხსენებათ ასეთ თემებზე გამოქვეყნებული სტატიები, ფოტო და ვიდეო მასალა ხელმისაწვდომი არაა ყველასათვის, ამიტომ გვთავაზობენ მცირეოდენს. 77 9-ს მოსწონს 1-ს არა
|