x
image
cxvedo
უძველესი ცივილიზაციის საიდუმლოები
ეს ყველაფერი თანემედროვე მსოფლიო მედიისა და საზოგადოების მიერ მრავალჯერაა განხილული, თუმცა დღემდე კაცობრიობის გამოცანად რჩება. უძველესი ცივილიზაციიდან 6 საიდუმლოებით მოცულ თემას შევეხები ამ სტატიაში.

საიდუმლო პირველი: უდიდესი პირამიდა, რომელიც ზუსტი საინჟინრო გათვლებითაა აგებული


ეგვიპტის პირამიდები

მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთერთია ეგვიპტის პირამიდები. დღემდე, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობია თუ ვინ აგებდა ან რა მიზნით ასეთ საოცარ შენობებს. 2.3 მილიონი ქვის ბლოკი, 4 მილიონი ტონა ქვა ასე კარგად დაეწყოს ერთმანეთზე უცნაური შემაკავშირებლით, მარტივად რომ ვთქვათ, საოცარია.


პირამიდის ქვების ასეთი დამუშავებისთვის ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენება მოუწევდათ, რადგან კირქვის ასეთი სიზუსტით (სანტიმეტრებში) დამუშავება პირამიდის მასშტაბით ძალზე რთული იქნებოდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კედლის დახრილობა (26 გრადუსი) საოცრადაა შენარჩუნებული მთელ ნაგებობაზე. მასში გაყვანილი გვირაბების ზომები კი ერთმანეთისგან მხოლოდ მილიმეტრებით თუ განსხვავდება.

პირამიდების განლაგებაც არ გეგონოთ უბრალო, ისინი თანავარსკვლავედს ქმნიან. ასე, რომ მათი აშენება არ უნდა ყოფილიყო უსაფუძვლო და ასტრონომიის საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვდა.

საოცარია აგრეთვე 48 სართულის გაკეთება და ყველგან საიდუმლო სავენტილაციო არხების დატოვება. ამ უკანასკნელის აარსებობას მეცნიერები "სულის" გამოსასვლელი გზის დატოვებით ხსნიან, მაგრამ რამდენად შეესაბამება მათი აზრი სიმართლეს?!

საიდუმლო მეორე: ძაღლების წარმოშობა, გენური ინჟინერია



image


ეგვიპტის პირამიდებზე ბევრად უფრო საიდუმლოებითაა მოცული ძაღლების წარმოშობა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ძაღლი არ არის მგლის, მელიის, კოიოტის ან რომელიმე მსგავსი ცხოველის მოშინაურებული შთამომავალი. სულ ცოტა ხნის წინ გენეტიკის "არქეოლოგებმა" ანთროპოლოგთა და ზოოლოგთა რწმენა ძაღლის წარმოშობაზე უარყვეს (კერძოდ: ძაღლი 15 ათასი წლის წინ მოიშინაურეს). ძაღლის DNM-ის მიხედვით იგი არსებობდა 150 ათასი წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მაშინ ჩნდება კითხვა - მგლის შთამომავალია ძაღლი თუ პირიქით, მგელია ძაღლის შთამომავალი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი სულაც არაა. ჩვენი "წინაპრები" ქვის ხანაში უკვე მეგობრობდნენ "მგლებთან". არგუმენტების იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გამხდარიყო მგელი ძაღლი, ზედმეტად მშრალია. ეს უნდა ყოფილიყო მუტანტი მამრი, ან პირიქით, რათა მათ ნაშიერს ჰქონოდა აგებულება მგლის, ხოლო ხასიათებით ძაღლი. ორივე მგელი რომ ყოფილიყო, შეუძლებელი იქნებოდა მათი ნაშიერი სხვანაირი გამოსულიყო, მაგრამ კითხვა, ორივე მგელი თუ იყო, მაშინ ის მუტანტი საიდან გაჩნდა, პასუხგაუცემელი რჩება. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, ძუ და ხვადი მგლის ერთად ყოფნა რაგინდ ხანგრძლივიც არ უნდა იყოს, შეუძლებელია გაჩნდეს ძაღლი.

საიდუმლო მესამე: Mohenjo-daro, ქალაქური არქიტექტურა


Mohenjo-daroMohenjo-daro

ქალაქების კეთილმოწყობა ყოველთვის დიდი პრობლემა იყო, უნდა არსებობდეს საკანალიზაციო სისტემა, რომელიც შეუფერხებლად იმუშავებს, არ უნდა იყოს სუნი და ა.შ. სამხრეთ აზიის ქალაქ Mohenjo-daro-ში, რომელიც 2600-1700 წელბით თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე, აღმოჩენილია თითქმის ისეთივე კეთილმოწყობილი ნაგებობების მთელი კომფლექტი, როგორიც დღესაა. საკმაოდ გააზრებული და კარგად გაკეთებული იყო ქალაქური ნაგებობები, საზოგადეობრივი ტუალეტები და ა.შ. Mohenjo-daro-ში სახლები გამომწვარი აგურით აქვთ ნაშენები, აგურების ზომები კი სტანდარტულია. ქალაქში აღმოჩენილია კეთილმოწყობილი აბანოები, სახლები, ნათელი ქუჩები. ქალაქის საიდუმლოს ამოხსნას არქეოლოგები და ისტორიკოსები ცდილობენ. საიდუმლოებითაა ცნობილი, თუ საიდან უნდა სცოდნოდათ იმ დროს როგორ უნდა გამოეწვათ აგური, როგორ მოეწყოთ ქალაქის საკანალიზაციო სისტემა. ჯერჯერობით არაა აღმოჩენილი და გაშიფრული არცერთი წერილობითი სახის მასალა, სადაც აღწერილი იქნება უძველესი ცივილიზაცია. ეს ყველაფერი ისეთივე აუხსნელი და საიდუმლოებით მოცულია, როგორც ეგვიპტის პირამიდები.

საიდუმლო მეოთხე: ყველა ცივილიზაციის საძირკველი


image


მსგავსად ეგვიპტისა, აუხსნელია როგორ მოხდა ქვის ხანიდან, მომთაბარე ტომების დროს ასეთი საოცარი ნაგებობების აგება. ისტორიკოსებს ვერ აუხსნიათ, საიდან უნდა სცოდნოდათ შუმერებს მეტალურგია, ქალაქების ასე აგება, როგურ უნდა ყოფილიყო სხვადასხვა მეცნიერება ასე კარგად განვითარებული, განსაკუთრებით მათემატიკა, რომლის წყალობითაც მათ იცოდნენ 360 გრადუსი რომ წრე იყო, საათი 60 წუთისგან რომ შედგებოდა და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც დედამიწაზე კაცობრიობა საკვებად ხის ფესვებს ეძებდა.

საიდუმლო მეხუთე: ტექნოლოგიის საოცარი განვითარება


image


Teotihuacan-ი იყო პირველი რეალური ქალაქი როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკაში. მისი ზეობის ხანაში იქ სავარაუდოდ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ამ ქალაქზე ინფორმაცია პრაქტუკულად არ არსებობს, არაა ცნობილი ვინ დააარსა ეს ქალაქი, რა ენაზე საუბრობდა იქ ხალხი, როგორი საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ, სამაგიეროდ არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საოცარი ქარსის (ქარსი" და "ფოთოლი" ელექტროსაიზოლაციო მასალაა მაღალი ძაბვის ელექტრული დანადგარებისათვის; წარმოადგენს ქაღალდს, რომელზედაც დაწებებულია ნაწეწი ქარსის ფენები) ფირფიტა. გაურკვეველია საიდან მოხვდა ამ უძველეს დროში ეს საოცარი ფირფიტა, ან რაში იყენებდნენ მას ადგილობრივი მაცხოვრებლები.

საიდუმლო მეექვსე: მაღალი ტექნოლოგიები ქვის ხანიდან


image


ანდებში მდებარე ტიტიკაკას ტბა, ბოლივიასა და პერუს საზღვარი, არ არის მთლად კომფორტული და ნაყოფიერი ადგილი დედამიწაზე, სამაგიეროდ ეს ადგილი საიდუმლოებითაა მოცული. აქ შეგხვდებათ მოჩუქურთმებული უძველესი 100 ტონაზე მეტი მასის ქვის უცნაური სკულპტურები, ასევე ბრინჯაოს საკვეთლები და გადამდნარი ბრინჯაოს ნიმუშები. არქეოლოგების მტკიცებით შეუძლებელია პერუში, იმ დროს, ბრინჯაო ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ზღვის დონიდან 3800 მეტრზე საკმაოდ განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, გაყვანილი იყო სარწყავი არხები და აგებული იყო საოცარი ნაგებობები. ისტორიკოსებისთვის უცნობია, თუ რა ენაზე საუბრობდა იქ ხალხსი, ან საიდან წარმოიშვა მათი კულტურა.

ეს მცირეოდენია იმ მრავალი უძველესი ცივილიზაციის საიდუმლოთაგან, რასაც ჩვენი პლანეტა მალავს.

3
554
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
554
  
2013, 19 მაისი, 22:11
მადლობა ასეთი საინტერესო სტატიისათვის. სხვები მეტნაკელბად ვიცოდი, აი ძაღლებზე ნამდვილად დამაინტერესა. ეს ვერსია პირველად წავიკითხე.
2013, 22 აპრილი, 8:29
მადლობა რომ აფასებთ ჩემს სიახლეებს.
2013, 22 აპრილი, 8:05
ხარისხიანი, საინტერესო და ინფორმატიული სტატია, ძალიან მომეწონა
0 1 3