„ეგ არ იცი?! მისი წინაპარი ქართველი იყო.“ რამდენჯერ გსმენიათ ეს ფრაზა რომელსაც მერე ცნობილი ადამიანის (ძირითადად უცხოელის) უცნაური ისტორია მოყვება?!. მე მაგალითად ბევრჯერ. იმდენად ბევრჯერ რომ უკვე მეცინება კიდეც. საბედნიეროდ ვინც ამ ისტორეიაბს ყვება ისიც იცინის თავის მონათხრობზე. სიცილი რომ არა ჩვენს მეზობლებს ძალიან დავემსგავსებოდით.
ამ ისტორიებს ერთი საერთო რამ ახასიათებს. თითქმის ყველგან ფიგურირებს თავადი. თავადი მოკლა, თავადს მოუკლა, გაძარცვა, ეჩხუბა. მოკლედ ამ საწყალ თავადს ყველამ რაღაცა უქნა.
მოგიყვებით რამოდენიმე მათგანზე.
ჯორჯ ბუში - მაგის დიდი ბაბუის პაპა ქართველი იყო. იმერელი, წამროსადეგი ახალგაზრდა თურმე. მაგის მზერაზე ჭკუა ეკეტებოდა ქალებს. ხოდა ქე შეყვარებია თავადის ქალი. იმასაც ნამეტნავად ყვარებია. ხოდა ამ ნამეტნავად სიყვარულმა ცხრა თვის მერე ქე გამოიღო ნაყოფი. გადეირია თურმე თავადი, აი რა მაკადრესო. გამოაგდო შვილიც, მიაკრა ზრუგში ბაღანა და ასე უთხრა - „კერიას შემრცხვენელო, წეიყვანე შენი ნაბუშარი და მომწყდი თავიდან“-ო. რა ექნათ. იქანა აღარ გეეჩერებოდათ და ქე წასულან ორივე ბაღნითურთ ამერიკაში. იქანა საზღვარზე უკითხავთ აი ბაღანა რომ მიგყავს მოი ჯერ დაფთარში უნდა გავატარო, რა გვარისააო - ხოდა ქე უთხრეს -გვარი არ მიმიცია ჯერ, ბუშია მაიო. ხოდა ქე ჩაწერეს ბუშების ოჯახად.
დონალდ ტრამპი - მაგის დიდი პაპის პაპა ლუკა ტრაპაიძე სურებში ცხოვრობდა. დიდი ჭკუიანი ვინმე ყოფილა და უთქვამს თავადიზა - „აი სურები როა აგერ გოუვალი და მიუწვდომელი, მოი და ავაშენოთ მაქანა პატარ-პატარა სახლები გავაკეთოთ კურორტი და დავარქვათ სურთაური. ხალხიც მოაწყდება და ფულიც შემოვაო“ დოუჯდა თავში თავადს აი აზრი. დეიწყეს მშენებლობა. ააშენეს კაი გაყოლა სახლები მარა ქე გოუბა იმერელმ ამასობაში ქალიშვილი. ამას ნერვებ გადაყოლილმა თავადმა მიატია მშენებლობა და დაფინანსება. ეითვალწუნა ლუკაიაც - შენი ძმაკაცია მაი და შენც მამფერს გამიკეთებო - ამტკიცებდა ლუკაია - მამფერს რავა გაკადრებ, კაცი ხარ და მე ქალები მომწონსო - მარა არ ისმინა აფერი თავადმა. აქეთ აი მუშები აჯანყდა სადაა ჩვენი ფულიო. ამან შეჭამაო გადააბრალა თავადმა ლუკაიას შარი და ქე შეახოცა ხელი. მაი მასე არ უნდაო თხლიშა ხელუკუღმა თავადს ალიყური და მერე რაღა დეედგომებოდა იქანა. ამ ამბავს ასე არ დავტიებ, მე მაინც ავაშენებო უთქვამს და ქე გოუყვა ძმაკაცის გზას. სურებში აშენებული სახლები კი ეითვისა ისევლე გურიაში დატიებულმა მისამა ნაგრამმა.
ჩარლზ ჩაპლინი - მაგის დიდი პაპის პაპა თურმე საჭამია სერზე, წისქვილზე მუშაობდა. დიდი ლოთი მარა ოქროს გულის პატრონი იყო. ხუმარა და ონბაზი. ვისაც კი რაცხა მოქონდა დასაფქვავი, თუ საწილე არ ქონდა არც ართმევდა. ერთს გამოთრებოდა და ფქვილში ამოთითხნილი მერე ქე დაჩანჩალებდა ღობე-ყორე. მინსდღემში ოთხი ზომით დიდი ფეხსაცმელი ეცვა და რომ არ გაძრობოდა სიარულისას ფეხებს წინ კიარა გვერდიგვერდ მიათრევდა. თავადის ცოლს ერთხელ სტუმრიანობა ქონია, გუბერნატორი ეწვია, პურმარილს აპირებდა და დასაფქვავად გამოუგზავნია ჭადის ფქვილი. რაღა დაგიმალოთ და კარალიოკის არაყიც მოუყოლებია საჩუქრად - მალე დამიფქვიე სტუმრები მყავსო. ამ გაჭირებულს ქე დოულევია აი არაყი, გამოტენტერებულა და ჭადის ფქვილის მაგივრად ღერღილა გოუგზავნია. გამწარებულა თავადის ქალი. რავა მომჭრა თავი სტუმრებთან და დამაფსოვო, ღერღილა მაჭმია სტუმრებიზაო. ასე დაფსობილი და სასაცილო მენახოს მთელი შენი მოდგმაო - მიუწყევლია კდეც. ამ საწყალიზა ვინცხას უთქვამს არიქა ჟანდარმერია მოდის შენს დასაჭერადო და ისე ფართხუნით გაქცეულა იქედან დაწყვეტილა ხალხი სიცილით. ისე იმ თავადის ქალის წყევლა ქე მოუწია მაგის ბადიშს. მთელი ქვეყანა მასზე იცინოდა მერე.
სელვადორ დალი - მაგის დიდი პაპის პაპა ქვაბღელი ილიკო ჩხეტია იყო. ნამეტანი უყვარდა სიმღერა და ხატვა. მთლა მოხატული ქონია ოდის კედლები, ჭერი და კარაკოშკა. სოფლის შარაზე ვინცხა გეივლიდა და მეეოწებოდა, შემეპიატიჟებდა, დააჟენდა და დახატავდა. მარა არავის არ მოწონდა აი მისი დახატული და არც არავის მიქონდა. რაცხა ნამეტანი აბდლურად ხატავ შენო - ეუბნებოდნენ. რაია აი გრძელფეხა სპილო და ბროწოულიდან გადმოვარდნილი ვეფხვი სა გინახიაო. რა იცით თქვენ ხელოვნების, აი ძამა სულრეალური კი არ იქნებაო. გოუგია ამის მხატვრობის ამბავი თავადს. დოუძახია მოი აი ჩემი ციცა დამიხატეო. მისულა აი. ნამეტანი კაი ცოლი კი ყავდა ისე იმ თავადს. ხოდა ამას უთქვამს - ქალბატონო, მაი ფარჩა კია ლამაზი მარა შენ იმისთანა ლამაზი ხარ ცოდო ხარ მაგ ფარჩაშიო. ფარჩაც გიუხდია, კისერზე თავადის ნაყიდი ზაბროშკა დოუკიდია, კრაოტზეც წამოუწვენია, დოუხატია მარა იმფერი დოუხატია, იმფერი რომ თავადს შეუსწრია შუა „მხატრობაში“. ილიკოს ძლივს მოუსწრია ფანჯრიდან გადახტომა. ისე გარბოდა შარვალის ჩაცმაც ვერ მოასწრო და ქე მირბოდა ასე ფუნჯ ამოგდებული. ასე დარჩა თავადის ქალი ტილოზე დოუხატავი და ილიკოს შემოქმედება მასებისთვის უცნობი. ხოლო ილიკო სა გეიქცა ქე მიხვდებით
უმა თურმანი - ქვემო ჩიბათელი თურმანიძე ყოფილა მაგის დიდი პაპის პაპა ალიოშა. საწყალს თავადის ყანებში გზად ტახი შემოფეთებია. ისედაც ნამეტანი დამშეული იყო და ქე მოუკლია აი ტახი - ქალ ბაღანას მივუტან გოუხარდებათო. მოუკიდია ზრუგზე და მიდიოდა სახლში. შემოხვდა თავადი და უთხრა :
- ალიოშა მათხუარო, ჩემს მიწაზე ნადირობა რომ არ შეიძლება თუ იციო
- რავა არ ვიცი, შვიდი წელია მაგას მეუბნები და არ მინადირიაო
- ხოდა რა მოუვიდა აბა მაგ ტახსო
- დიდუ? აი როის მომახტაო - შეიცხადია ალიოშამ (ქონდა მსახუობური ნიჭი). მიაგდო ტახიც თავადიც და იმდენი ირბინა სანამ ამერიკის საზღვაზე არ დეიჭირეს - აღარ მოდევს თავადი დაწყნარდიო.
ჩეგევარა - მაგის დიდი პაპის პაპა მშვიდობაურელი შალიკო მუჯირი იყო. პირგავარდნილი ფირალი და თავზეხელაღებული ვინმე. ადრე მთავრობასთან დიდად დალაგებული ურთიერთობა არ ქონდა და მაგიზა გავარდნილა ფირალად. ხანდახან ნახულობდა ქალ-ბაღანას და მერე ტყეში გარბოდა ისევლე რომ არ დეეჭირათ. ნამეტანი სამართლიანი ადამიანი იყო და ვერ იტანდა უნამუსო ხალხს. ვინცა კი უნამოსობას ჩეიდენდა მიუვარდებოდა თურმე და გადაბუგავდა - კმაყოფლი ხალხი კი უძახდა შალიკია ჩაგეთვალაო. ხოდა ერხელ შემოხვდა თურმე აი თავადი ნადირობისას. ვერ უცნია თავადს. შალიკოს ნანადირევი მოწონებია და ოუხირდა მომეცი - ჩემს მიწაზეა მოკლულიო. შალიკოს უთქვამს შენი მიწა ეგერ ღელესთან მთავრდება და მე ღელეს გადმოღმა ვარო. არ იქნება კი იქნებაო და ქე შემოაკტა აი თავადი შალიკიას - ქე ჩეეთვალა აიც, მარა მერე იქანა არც ღელეს იქეთ დეედგომებოდა და არც ღელეს აქეთ.. ხოდა.....
მოკლედ კიდო რეთი ამფერი ამბავია მოსაყოლი თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ. ქართველ ფარაონებზე ხომ გსმენიათ? ხოდა იქანა რა ამბავი ქნებს და ამერიკაში რას იზამდნენ. თუმცა მარტო ამერიკა? დიდი ბებიის საფლავის სანახავად წამოსულ გიტლერზე, ბებიის საფლავზე მისი მისლის წინააღმდეგ წასულ სტალინზე, პეტრე პირველზე, ნიუტონზე, ბუდდაზე და კიდე სხვებზე ვდუმვარ კიარადა რა დაწერს.
ხოდა ამ ყველაფრიდან დასკვნა ამფერია. ვინცხამ აქედან გაასწრო ყველა კაი დღეში იყო.
მთვარის კლუბი
ალ კაპონეც ჩვენებური იყო, ალიკა კაპანაძე; სერჟიო ლეონე - სერგო ლეონიძე; ფრედი მერკური - ფრიდონ მერკვილაძე. :)))