მიუნხენის “ბაიერნის” პრეზიდენტმა ული ჰიონესმა აღიარა, რომ მას შემდეგ, რაც გერმანულმა გრანდმა ახალი სეზონიდან გუნდის მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნა გადაწყვიტა და მასთან კონტრაქტი გააფორმა, მოქმედ თავკაც იუპ ჰაინკესთან ურთიერთობა დაეძება.
“ვაღიარებ, რომ ჩემსა და იუპს შორის დაძაბული ურთიერთობა წარმოიქმნა, მაგრამ ახლა ყველაფერი ნორმის ფარგებლში დაბრუნდა და ჩვენ მეგობრებად ვრჩებით”, - თქვა ჰიონესმა.
ჰაინკესის ხელმძღვანელობით “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ნახევარფინალში გავიდა. ამასთან, კლუბმა არსებობის ისტორიაში ყველაზე ადრე, დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გაინაღდა ბუნდესლიგის ჩემპიონობა.
“დორტმუნდელების მადლობელები ვართ. სწორედ მათი გამოწვევის დამსახურებაა, სრულიად ახალ სიმაღლეებზე რომ გავედით. “დორტმუნდის” დამსახურებით ახლა ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი გვყავს. მისი წარმატება შემთხვევითობა არაა და ეს გუნდი მომავალში მუდმივ მეტოქედ გვექცევა”, - დაამატა ჰიონესმა.
www.worldsport.ge