x
image
gvanca998
რა შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების დროს სიგარეტის მოწევამ ?
imageძუძუთი კვება ღრმა სულიერი კავშირია დედასა და ბავშვს შორის, რომელიც დადებითად მოქმედებს ორივეზე. დედის რძე ის განუეორებელი საკვებია, რომლელიც უადვილებს პატარას ახალ გარემოსთან შეგუებას.

- რა შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების დროს სიგარეტის მოწევამ?

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ძუძუთი კვების პერიოდში იკრძალება სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება, რადგან ისინი ადვილად ერევიან დედის რძეში და რძესთან ერთად ბავშვი იღებს ნიკოტინის განსაზღვრულ რაოდენობას, ნიკოტინი ორგანიზმში მოხვედრისას გარდაიქმნება მავნე ქიმიურ ნივთიერებაში"კოტინინში".რადგან ძუძუთი კვების პერიოდში სიგარეტის მოწევიდან 30-60 წუთის განმავლობაში, რძესაც ნიკოტინის გემო აქვს.

სიგარეტის კვამლმა, ბავშვის ორგანიზმში შესაძლოა სიმსივნური ქსოვილები წარმოქმნას. თურმე მწეველი დედის შვილი უფრო ხშირად ხდება ავად, რადგან ბავშვს იმუნიტეტი უფრო დაბალი აქვს. შეიძლება ცუდად იმოქმედოს ჩვილის მხედველობაზე, სმენაზე და კანის დაავადების რისკიც უფრო მაღალია. ცალკეულ შემთხვევებში ასეთ ბავშვებში აღინიშნება ფსიქიური ჩამორჩენილობა, ასთმა და მრავალი სხვა ...


ბავშვის პირველი ნაბიჯები, ქცევა თუ ნათქვამი გვაკვირვებს და ხშირად აღგვაფრთოვანებს კიდეც.. მათთან ურთიერთობა ჩვენც გვაბრუნებს იმ სამყაროში სადაც მხოლოდ გულწრფელობა, სიკეთე, სილაღე და სიყვარულია. ჯანმრთელი შვილი დედისათვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, სანამ სიგარეტისკენ ხელი გაგექცევათ დაფიქრდით და წარმოიდგინეთ თქვენი ჩვილი სიგარეტით ხელში და ყველაფერი ნათელი გახდება თქვენთვის.




4
606
5-ს მოსწონს
ავტორი:gvanca998
gvanca998
606
  
2013, 19 აპრილი, 19:30
ნუ ეგ კი, ყველას არ უნდა მოვთხოვოთ გმირობა, უბრალოდ ბავშვის უფლებები ირღვევა და მაგიტომ ვერევი... ის იმხელა სიყვარულს და სიხარულს იღებს მაგ აქტიდან, რაც მთავარია კარგ იმუნიტეტს და ჯანმრთელობას. ყველა ნობელიანტი დედის რძითაა გაზრდილი. არა მარტო ინტელექტზე, კბილებზეც კი დადებითად მოქმედებს. ჩემმა დაქალმა 3 წლამდე წოვა. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლიდან ეწევა, გასაოცარი სიმაგრის ემალი აქვს, დღემდე კბილებით ხსნის ბოთლს და 25 წელია სტომატოლოგთან არ ყოფილა.
2013, 19 აპრილი, 1:28
ეგეც მაგრამ,ყველას ხომ არ შეუძლია...
2013, 19 აპრილი, 1:20
მე ისიც მტერი მგონია, ვინც ძუძუთი არ კვებავს.
2013, 18 აპრილი, 23:41
დედა რომელიც ორსულობისას და ძუძუთი კვებისას სიგარეტს ეწევა,საკუთარი შვილის ყველაზე დიდი მტერი მგონია
0 1 4