x
image
cxvedo
საოცარი ნამარხები - გიგანტები (ნაწილი პირველი)
XIX საუკუნიდან მოყოლებული ხდება მრავალი უცნაური ნამარხის აღმოჩენა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მსოფლიოს მრავალ ადგილას უცხოვრიათ "დიდ ადამიანებს", გიგანტებს. მეცნიერები ამის თაობაზე ან სულ ჩუმდებიან, ან უარყოფენ: "ეს არ შეიძლება, იმიტომ, რომ ეს შეუძლებელია". მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ამბობენ.


image


1821 წელს ტენესის შტატში (ამერიკის შეერთებული შტატები) აღმოაჩIნეს უძველესი ქვის კედლის ნანგრევები, რომლის ქვეშაც მკვლევარებმა ნახეს 2 ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 215 სანტიმეტრი იყო.ვისკონსინში მარცვლეულის შესანახი საწყობის მშენებლობის დროს, 1879 წელს აღმოაჩინეს წარმოუდგენელი ზომის თავის ქალის და ხერხემლის ნარჩენები


image



1883 წელს იუტას შტატში აღმოაჩინეს რამდენიმე სამარხი, რომელშიც საკმაოდ მაღალი, 195 სანტიმეტრი სიმაღლის, რომელიც საშუალო სიმაღლი მქონე აბორიგენების (ადგილობივი ინდიელები) ზომებთან შედარებით საშუალოდ 30 სანტიმეტრით მაღალია. ამ სამარხებმა ვერ მისცა მკვლევარებს ბევრი ინფორმაცია, რადგან ადგილობრივი ინდიელები მსგავს საფლავებს არ აკეთებდნენ.


1885 წელს პენსილვანიაში აღმოაჩინეს ქვის ლოდი, რომლის ქვეშაც 2015 სანტიმეტრი სიმაღლის ჩონჩხი იყო. საფლავის კედლებსა და ქვაზე კი პრეისტორიული ადამიანის, ფრინველებისა და ცხოველების გამოსახულებები იყო ამოკვეთილი.


image


1899 წელს რურის ტერიტორიაზე (გერმანია) მეშახტეებმა აღმოაჩინეს ადამიანის გაქვავებული ჩონჩხი, რომლის სიგრძეც 210-240 სანტიმეტრი იყო.


image


1890 წელს ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქვის სარკოფაგი, რომელშიც თიხის კუბო იყო მოთავსებული. თიხის კუბოში აღმოაჩინეს 2 მეტრიანი მუმიფიცირებული რიჟა ქალი და ბავშვი. სახის ნაკვთებით და აგებულებით განსხვავებული იყო ძველი ეგვიპტური ქალისა და მამაკაცის მუმიებისაგან.


მსგავსი წითელთმიანი ქალის და მამაკაცის მუმიების ნამარხი აღმოაჩინეს 1912 წელს ნევადას შტატში კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულში. მუმიფიცირების დროს ქალის სიმაღლე 2 მეტრი, ხოლო მამაკაცის დაახლოებით სამი მეტრი იყო.


image


1930 წელს ბასარსტაში (ავსტრალია) ოქროსმაძიებლებს საკმაოდ ხშირად ხვდებოდათ გიგანტური ადამიანების ფეხის გაქვავებული ნაკვალევი. გიგანტური ადამიანების ნაშთები ანთროპოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა ავსტრალიაში. ამ გიგანტების სიმაღლე მერყეობს 210 სანტიმეტრიდან 365 სანტიმეტრამდე. მსგავსი ნაშთები აღმოჩენილია ჩინეთშიც. ჩინეთში აღმოჩენილი გიგანტის ყბის ფრაგმენტით თუ ვინმსჯელებთ, ეს გიგანტი 3-3.5 მეტრი სიმაღლის ყოფილა და სავარაუდოდ 400 კილოგრამს იწონიდა. ბასარსტას ახლოს მდინარის დანალექ ქანებში აღმოჩენილია უზარმაზარი ზომის ხელკეტი, დანები, ცულები, დურგლის იარაღები, მიწაზე სამუშაო ინსტუმენტები და სხვა. თანამედროვე ადამიანისათვის შეუძლებელია ამ ზომის ინსტრუმენტებით იმუშაოს, მათი მასა 4-დან 9 ფუნტამდეა.


image


ავსტრალიელი მკვლევარების ანთროპოლოგიური ექსპერდიციის მიერ სასწავლო ტერიტორიის გათხრებისას 1985 წელს 3 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილ იქნაგიგანტის გაქვავებული კბილი, რომელიც სიმაღლით 67 მილიმეტრი და სიგანით 42 მილიმეტრია. მისი მფლობელი კი სიმაღლით მინიმუმ 7.5 მეტრი და წონით 370 ფუნტზე მეტი უნდა ყოფილიყო. ქიმიური ანალიზების შედეგად გიგანტის საოცარი ასაკი დადგინდა. იგი 9 მილიონი წლისაა.

8
771
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:cxvedo
cxvedo
771
  
2013, 5 მაისი, 22:42
მაგარი სტატიაა.
2013, 18 აპრილი, 22:45
ძალიან კარგი...
2013, 18 აპრილი, 22:42
მეორე ნაწილისთვის უკეთესი ფენომენები მაქვს შემონახული :)
2013, 18 აპრილი, 22:40
კი ეს ვნახე და ვეღარ მოვიცალე წასაკითხად!...არ ვიცი ეს რა ფენომენია!
2013, 17 აპრილი, 18:38
ძალიან საინტერესო იყო )))
2013, 17 აპრილი, 18:30
გაგრძელებაც იქნება :) 0 გამომრჩა ნამდვილად, მაგრამ ამის ახლიდან დამდები ნამდვილად არ ვარ მაგის გულისთვის. მიხვდება ვინც წაიკითხავს :)
2013, 17 აპრილი, 18:26
ცხვედო სამმეტრ ნახევარი კაცი 4ო კილო როგორ იყო? ნოლი ხო არ გამოგრჩა?
სტატია ძალიან კარგია როგორც ყოველთვის ველი გაგრძელებას
0 1 8