x
image
cxvedo
ალტანტიდას მიწისქვეშა ტაძარი (ნაწილი მეორე
imageინკების წმინდა ქალაქ კუსკოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი მიწისქვეშა ტაძარი და მისი გვირაბების მთელი ლაბირინთის გამოსაკვლევად მრავალი ექსპერდიცია წავიდა, თუმცა უკან ბევრი ვერ დაბრუნდა და დაბრუნებულები კი ოქროს პოვნის ნაცვლად ბუბონის ჭირით ინფიცირებული დაბრუნდნენ.


image


"ატლანტიდას შთამომავლები" - Percy Fawcett


1991 წელს ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფი ბრაზილიის მღვიმეებში "შეიჭრნენ", რომლებიც განთავსებულია ამაზონის ერთერთ შენაკადზე.



image




1925 წელს ექსპერდიციის დროს ამ ტერიტორიებზე დაიკარგა ცნობილი მკვლევარი Percy Fawcett. რამდენიმე წლის მანძილზე სწავლობდნენ ინგლისელი გეოგრაფები ამ ადგილს. მათი თქმით Percy Fawcett ჯუნგლებსა და გამოქვაბულებში მცხოვრებმა ინდიელების ტომებმა ტყვედ ჩაიგდეს. როგორც Percy Fawcett წერდა, გამორიცხული არაა, რომ ეს მიწისქვეშა სადგომები სწორედ ამ ხალხის წინაპრებს ეკუთვნოდა.


image


არსებობს ლეგენდა, რომ ამაზონის ჯუნგლებში უძველესი, მიტოვებული ქალაქია და ის სავსეა განძით. ლეგენდის თანახმად ეს ქალაქი ოდესღაც ატლანტიდას მშვენება იყო, მაგრამ კატასტროფის შემდეგ მოსახლეობა განადგურდა. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც მატერიკზე გადავიდნენ საცხოვრებლად. Percy Fawcett-ს სჯეროდა, რომ "თეთრი ინდიელები" იყვნენ ატლანტიდას "გადაშენებული" მოსახლეობის შთამომავლები. ისინი ჯერ ქალაქებში ცხოვრობდნენ, შემდეგ ნანგრევებში, მოგვიანებით კი, ზეწოლის გამო, ტომებად დაჯგუფდნენ და მიწისქვეშა გამოქვაბულებში გადავიდნენ საცხოვრებლად.


image


"ფარშევანგების გალერეა"


ეს გამოქვაბულები საკმაოდ ლამაზი სანახავებია. ჭერიდან დაშვებული სტალაქტიდები, წითელი და ყვითელი ფერის მიწის კედლები. მკვლევარების განცხადებით, მათ ასეთი სილამაზე არასდროს არ უნახავთ.


70 მეტრის სიღრმეზე გზა გადაკეტილი იყო უჩვეულო ქვის ფილით, რომელსაც გლუვი, ხელოვნურად დამუშავებული ზედაპირი ჰქონდა, მაგრამ გაურკვეველი იყო ამ ზომის ქვას როგორ გადააადგილებდნენ. შემდგომი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ეს ქვის ლოდი იდგა პატარა ქვების სახსრებზე (კარის "პეტლების" მსგავსად), რომლებიც საშუალებას აძლევდნენ დიდ ლოდს ემოძრავა და დაეფარა გვირაბის შესასვლელი.


მკლევარები აღჭურვილნი იყვნენ საკმაოდ კარგი განათების სისტემით, რისი საშუალებითაც კარგად დაათვალიერეს გამოქვაბული. გვირაბის კედლები ქვის ფილებით იყო მოპირკეთებული, რომლებზეც ფრინველები იყო ამოტვიფრული. ეს ფრინველები კი საოცრად ჰგავდნენ ფარშევანგებს.


image


მკვლევარების ასეთმა შედეგებმა დიდი ხმაური გამოიწვია იმ დროინდელ მეცნიერებში. 1995 წელს გამოქვაბულებში ახალი ექსპერდიცია გაიგზავნა. მათ გადაიღეს "ფარშევანგების" სურათები შესასწავლად. აგრეთვე მოკვლევა მიმდინარეობდა მიმდებარე ტერიტორიის ტბებსა და მდინარეებზე. დერეფნების სიგრძე 100 კილომეტრზე მეტია. გამოქვაბულებში მდგარი წყალი კი მარილიანია, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ეს გამოქვაბულები სადღაც ოკეანეს უერთდება, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ დაამტკიცეს, რადგან გვირაბები ჯერ სრულად არაა გამოკვლეული


საიდუმლო ფარდა


მეცნიერები თვლიან, რომ არ აქვთ საკმარისი ცოდნა, რომ რამენაირად დააკავშირონ ამაზონის მკვიდრი ველურები და ეს მიწისქვეშა გალერეები. ინკები აშენებდნენ ამდაგვარ მიწისქვეშა ტაძრებს, მაგრამ მსგავსი მხატვრობის ნიმუშები და ფრიინველის გამოსახულებები სამხრეთ ამერიკისთვის არაა დამახასიათებელი. ზოგი მკვლევარი კი ეთანხმება Percy Fawcett-ს და აცხადებენ, რომ ეს მართლაც ატლანტიდას შთამომავლების ნამოქმედარია. როგორც პერუელი უძველესი კულტურის ექსპერტი Jorge Perez აცხადებს, რომ მას სჯერა იმ ვერსიის, სადაც ინკებმა ააშენეს ეს გალერეები, რადგან სწორედ მათი ეპოქით თარიღდება. ასეთივე უცნობია Tiwanaku-ს (ესპანურად Tiahuanaco ან Tiahuanacu (იხმარება ორივე)) და Megalithic-ის ძეგლების ამშენებლები. ყველა ექსპერტი ერთად ამტკიცებს, რომ მიწისქვეშა ტაძრები, მიწისქვეშა გალერეები, Tiwanaku, Megalithic და მსგავსი ძეგლები აგებული იყო რელიგიური მიზნებისთვის.


Tiwanaku (Tiahuanaco / Tiahuanacu)


Megalithic


მღვიმეების შესახებ XVI საუკუნის ესპანურ მატიანეშიცაა (Cristóbal de Molina) საინტერესო ინფორმაცია. მასში მოთხრობილია ძირძველი ინდური მოსახლეობის მითი, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. მსგავსი მითები მიწისქვეშა ღმერთებზე მრავლადაა საბერძნეთსა და ჩინეთის ხალხებშიც.


ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მკვლევარების ჯგუფი ცდილობდა შეეღწია კუსკოს გამოქვაბულებში. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გამოქვაბულების შესასვლელებიდან ქვების მოშორებამ და შესასვლელის გათავისუფლებამ შესაძლებელია გვირაბების დაშლა გამოიწვიოს. იმედია მომავალში არქეოლოგები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ და სამხრეთ ამერიკის გამოქვაბულების საიდუმლოებსაც ფარდა აეხდება.

7
130
13-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
130
  
2013, 13 აპრილი, 17:29
ამდაგვარი სტატიები საკმაო რაოდენობითაა ჩემს გვერდზე. შეგიძლიათ იხილოთ. ეს მხოლოდ მეორე ნაწილია. ამ თემის პირველი ნაწილიც დევს და სხვა სტატიებიც არქეოლოგიაზე.
2013, 13 აპრილი, 17:00
დზალიან საინტერესო სტატიაა, მოუთმენლად ველი შემდეგს ან ამდაგვარ საიდუმლო და ამოუცნობ უბიეკტებზე. აბრაგს მინდა ვკითხო ავგანური თავგადასავალი რატო არ გაგრდზელდა ან როდის დაიდება ახალი?
2013, 13 აპრილი, 15:15
არაჩვეულებრივი სტატიაა.თვალდაუხამხამებლად ჩავიკითხე ისეთი საინტერესოა ესეც და პირველი ნაწილიც.სურათიბი კარგია უფრო წარმოიდგენს ადამიანი თუ რა ადგლებზეა საუბარი
2013, 13 აპრილი, 14:50
:) გაიხარე
2013, 13 აპრილი, 14:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი cxvedo-ის კომენტარზე
2013, 13 აპრილი, 14:46
ქალბატონი ფისუნიას შენიშვნა გავითვალისწინე და მეტი თვალსაჩინოებისათვის ფოტოები მრავლად გამოვიყენე, მაგრამ ხალხს მაინც არ აინტერესებს და გინდ ფოტო ჩასვი და გინდ ვიდეო :)
2013, 13 აპრილი, 14:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7