x
image
cxvedo
ალტანტიდას მიწისქვეშა ტაძარი (ნაწილი პირველი)
უძველესი, საიდუმლოებით მოცული და საინტერესო ადგილები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ყველა კონტინენტზეა, მაგრამ განსაკუთრებით მდიდარი სამხრეთ ამერიკის კონტინენტია, სადაც უამრავი საოცარი და საინტერესო აღმოჩენაა გაკეთებული.


image

პერუში, Nazca-ს უდაბნოში კოლოსალური რაოდენობის არქეოლოგიური ნიმუშია აღმოჩენილი. ძველი გამოქვაბულების უმეტესობა კვლავ საიდუმლოდ რჩება, რადგან მათი შესასვლელი წლების მანძილზე ქვებით ჩაიხერგა. მხოლოდ 1971 წელს დაირღვა ერთერთი გამოქვაბულის შესასვლელში დახვავებული ქვების გროვა.


დიდი ხნის კვლევისა და წვალების შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს დიდი დარბაზი, რომელიც, სავარაუდოდ, განკუთვნილი იყო რელიგიური ცერემონიების ჩასატარებლად. კედლებზე გამოსახულია უცნაური იეროგლიფები. ტაძრის ცენტრში იდგა 98 ქვისგან შემდგარი კვარცხლბეკი. მსგავსი მსხვერპლშესაწირი კვარცხლბეკი აღმოჩენილია მაიას ტომში. ამ კვარცხლბეკს ჰქონდა სისხლის სადინარები, რომლიდანაც შეწირული მსხვერპლის სისხლი გედინებოდა.



image


დარბაზიდან სხვადასხვა მიმართულებით გადის გვირაბები. ზოგი მათგანი ამოვსებულია ადამიანის ნაშთებით. ერთერთი გრძელი გვირაბი ოკეანემდე მიდის. დროთა განმავლობაში მასში წყალი მოხვდა და ამჟამად წყლითაა დაფარული. ამ საოცარი გვირაბების ქსელის ამგები კი უცნობია.


ტრაგედია ქალაქ კუსკოს სიახლოვეს


მრავალ საიდუმლოს მალავს ეს ადგილიც. 1952 წელს ფრანგი და ამერიკელი მკვლევარები ჩავიდნენ ინკების წმინდა ქალაქ კუსკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე მღვიმეში გამოსაკვლევად.ისინი 5 დღის განმავლობაში უნდა ამოსულიყვნენ ზედაპირზე, თუმცა მხოლოდ 2 კვირის შემდეგ გამოჩნდა ზედაპირზე მკვლევართა ჯგუფის ერთადერთი გადარჩენილი წევრი - ფრანგი Philippe Lamonter. მისი განცხადებით, მას არ ახსოვს არაფერი, ხოლო სამედიცინო გამოკვლევების დროს იგი აღმოჩნდა ბუბონის ჭირით ინფიცირებული.


იგი საუბრობდა არეულად, არათანმიმდევრულად ჰყვებოდა თუ როგორ აღმოაჩინეს მღვიმეები, სადაც უძველეს მეფეთა სამარხები და უამრავი ოქროს სამკაული იყო. ოქროთი სავსე ოთახებში მრავლად იყო ხაფანგები, რომლის მსხვერპლიც გახდა რამდენიმე მკვლევარი, ხოლო დანარჩენები მოულოდნელად "გახსნილი" იატაკიდან უფსკრულში ჩაცვივდნენ. Philippe Lamonter-ის მონაყოლს სიმართლედ ალბათ არავინ აღიქვამდა, მას უძლეველის ოსტატების დახვეწილი ნამუშევარი, სიმინდის ოქროს ტარო რომ არ ჰქონოდა თან. ეს საოცარი ნაკეთობა ამჟამად Lima-ს მუზეუმს ეკუთვნის.


დაუჯერებელი აღმოჩენა


პერუს ხელისუფლება შეეცადა საიდუმლოდ შეენახა კუსკოს ტრაგედიის ამბავი, თუმცა ამ ინფორმაციამ მაინც გაჟონა ადგილობრივ პრესაში. ჟურნალისტს არ უთქვამს, რომ ოქროს სიმინდის ტარო იქნა აღმოჩენილი, მაგრამ დანარჩენი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გამოქვაბულებში უამრავი ხალხი შესულიყო ოქროს მოსაძებნად. რამდენიმე თვის განმავლობაში ორასზე მეტი ადამიანი დაიკარგა გამოქვაბულებში, ხოლო ზედაპირზე ამოსულებმა ოქროს მაგივრად ჭირის ეპიდემია ამოიტანეს. სწორედ ამის გამო პერუს ხელისუფლებამ აკრძალა გამოქვაბულებში შესვლა.


ინკების ძველი ცივილიზაციის მკვლევარი, დოქტორი Raul Centeno, ცდილობდა დაკარგული ექსპერდიციის კვალის მოძებნას, თუმცა მან ვერ მიიღო გამოქვაბულებში შესვლის ნებართვა. ამიტო მან მოისყიდა კუსკოს ტაძრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ერთერთი გამოქვაბულის შესასვლელის მცველები. ჯგუფის ექვსი გამოცდილი წევრი დოქტორ Raul Centeno-ს ხელმძღვანელობით შევიდა გამოქვაბულში, სადაც მათ აღმოაჩინეს ოთახი. ოთახში შევლისას მათ დახვდათ საფლავი, მისი გახსნის მცდელობისას ჩაიკეტა ოთახი ფოლადის დიდი გისოსი. როგორც შემდგომში დოქტორი Raul Centeno წერდა, ისინი აღმოჩნდნენ გვირაბში, რომელიც ნელნელა უფრო ვიწროვდებოდა. მისი თქმით, ეს, ალბათ, სავენტილაციო შახტა უნდა ყოფილიყოს.


მკვლევარები რაც უფრო ღრმად ჩადიოდნენ, მით უფრო საინტერესო რაღაცებს ნახულობდნენ. ისინი აღმოჩნდნენ გვირაბში, რომლის იატაკიც მოპირკეთებული იყო დამუშავებული ქვით, ხოლო კედლები გაფორმებული იყო ვერცხლისფერი ლითონით. მათ ლითონის ნაჭერი წამოიღეს გამოსაკვლევად და გასაოცარი შედეგი მიიღეს - ლითონი თავისი სტრუქტურით წააგავდა ალუმინს, თუმცა ვერცერთმა მეცნიერმა ვერ მოუძებნა ახსნა, თუ როგორ აღმოჩნდა პრეისტორიულ გვრიაბში ალუმინი.


"ალუმინის" გვირაბში სიარულისას, რამდენიმე ასეული მეტრის გავლის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ გვირაბი იმდენად შევიწროვდა, შეუძლებელი გახდა გზის გაგრძელება და უკან დაბრუნდნენ. ექსპერდიცია მიწის ქვეშ მცირე ხნით იყო, ამიტომ მოხერხდა მიწისქვეშა კომპლექსის მხოლოდ ნაწილის გამოკვლევა. მკვლევარების განცხადებით სამარხებში ძვირფასეულობა ვერ აღმოაჩინეს, მაგრამ დოქტორი Centeno დარწმუნებულია, რომ შეძლებს მათ პოვნას.

12
268
16-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
268
  
2013, 13 აპრილი, 17:05
მიუხედავად იმისა, ამ ამბებზე დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი, მაინც ძალიან დამაინტერესა სტატიამ. ასე გააგრძელეთ:)
2013, 13 აპრილი, 15:28
მეორე ნაწილიც დევს :) ბევრის დადების რა გითხრა, არ ნახულობს ხალხი და დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ჩემს სტატიებში რამდენიმე ასეთი კიდევ იპოვოთ :)
2013, 13 აპრილი, 15:26
ვაიმე ესეთები როგორ მაინტერესებს გეხვეწებით ბევრი დადეთ ხოლმე რადგან მე ვკითხულობ
2013, 13 აპრილი, 13:09
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე გაგრძელებას სულმოუთქმელად ველოდები.
2013, 13 აპრილი, 13:02
:( სურათების დეფიციტია, ისევე როგორც ინფორმაციის. ქართულად პრაქტიკულად არ არსებობს მსგავსი სახის სტატიები. ალბათ იმიტომ, რომ არც აინტერესებს ხალხს. აქ ბომონდია მოდაში :)
2013, 13 აპრილი, 12:59
რამდენი ხანია ასეთი საინტერესო არაფერი წამიკითხავს აქ.კარგი იქნებოდა ცოტა მეტი სურათი:(
კარგი სტატიაა
2013, 13 აპრილი, 12:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი cxvedo-ის კომენტარზე
2013, 13 აპრილი, 12:53
ამჯერად მეორე ნაწილზე ვმუშაობ, თუმცა როგორც ვხედავ არც ისე საინტერესო გამოსულა, რადგან მხოლოდ 10 კაცს დააინტერესა ენახა
2013, 13 აპრილი, 12:51
მადლობა თქვენ, საინტერესო მასალებისთვის
2013, 13 აპრილი, 12:50
მადლობა რომ ნახულობთ და აფასებთ ჩემს "ნაწვალებს". გაგრძელება იქნება :)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10