x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138650
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
როდის დავურეკოთ პირველმა და რა კითხვები არ დავუსვათ ტელეფონზე?
image



ტელეფონს თავისი განუმეორებელი როლი და ფუნქცია გააჩნია, განსაკუთრებით შეყვარებულთა ურთიერთობაში.

მთავარია ერთი რამ არ დაგვავიწყდეს: ქალისა და მამაკაცისთვის კომუნიკაციის ამ საშუალებას რადიკალურად განსხვავებული დატვირთვა აქვს.


ტელეფონი ჯიუტად დუმს. თქვენ ზიხართ და ფიქრობთ:


"არ რეკავს, ესე იგი არ ვახსენდები, ან იქნებ სულაც დამივიწყა? ჰო, ასეა, ალბათ აღარ ვუყვარვარ, ყოველშემთხვევაში ფაქტია, რომ არ ვენატრები, თორემ ხომ დარეკავდა? იქნებ უკვე სხვა შეუყვარდა, ან სულაც ავარია შეემთხვა და საავადმყოფოში წევს?"


ხომ იცით, ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ერთი თუ დაიწყე ამაზე ფიქრი, მერე წავა და წავა!


ჰოდა ამდენი ფიქრის შემდეგ როცა დაეჭვებულები როგორც იქნა დარეკვას გადავწყვეტთ, იქედან ისეთ ჯანმრთელი და ომახიანი ალო ისმის, ლამის ყურმილი დაგვივარდეს.


"ნეტა საერთოდ რას ვრეკავდი?" - ფიქრობს საწყალი შეყვარებული და აი, სწორედ ამ პუნქტზე შევჩერდეთ.



როდის უნდა ავიღოთ ინიციატივა, როცა საქმე დარეკვას ეხება?



1. ტელეფონზე თქვენი დარეკვის ინტენსივობა შეყვარებულისას არ უნდა აღემატებოდეს.

აბა დაფიქრდით: ხომ უნდა მისცეთ საშუალება, რომ ხანდახან თვითონაც დაგირეკოთ? თუ თქვენ ყოველ საღამოს ტელეფონს "აუფეთქებთ", ამის სურვილი როდისღა უნდა გაუჩნდეს?



2. არასოდეს დაიწყოთ საუბარი სიტყვებით: "ხომ არ გაცდენ?" ან "რაიმე საქმეში ხელი ხომ არ შეგიშალე?" საერთოდ ზრდილობა კარგია, მაგრამ ზედმეტი ხომ იცით, არაფერი ვარგა.

თუ ისეთი დაკავებულია, რომ თქვენთან საუბრის არც დრო აქვს და არც სურვილი, მაშინ ხომ ტელეფონს არც უპასუხებს?

ეს იმაზე მეტყველებს, რომ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ, ანუ რაღაც კომპლექსები გაწუხებთ.



3. იყავით ბუნებრივი. თქვით ის რასაც ფიქრობთ და არ დაიწყოთ:

"ისე უსაქმოდ ვიჯექი, ტელეფონის მენიუს ან ბლოკნოტს ვათვალიერებდი, ერთ გვერდზე შენი ნომერი ვნახე და ვიფიქრე..."

ამ ნათქვამს პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, მაგრამ თუ მაინც მოხდა და სიტყვაზე გენდოთ, მით უარესი! მაშინ ის უნდა იფიქროს, რომ რომ სულ არ გაინტერესებს და მხოლოდ უსაქმურობის ჟამს დროის გასაყვანად ურეკავთ. ასეთ შემთხვევაში გეტყვით, რომ ჯამბაზების გამოძახება სხვა ნომერზე ხდება და თქვენც ნუღარ გეწყინებათ!



4. ნუ გაგიტაცებთ მინიშნებები, რებუსები და ქარაგმებით ლაპარაკი, ტელეფონით ამას შეიძლება ვერ მიგიხვდნენ და უკუშედეგი მიიღოთ!

ასეთი საუბარი შეიძლება ერთი-ერთზე, ანუ პირისპირ, როცა შეყვარებულს თვალებში უყურებთ.

ჟესტი, მიმიკა და ხმა ერთად სულ სხვა ეფექტის მქონეა, ვიდრე მხოლოდ სატელეფონო საუბარი. ანუ კვლავაც ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს.



5. მოერიდეთ ხანგრძლივ პაუზებს, ტელეფონით საუბრისას ეს საქმეს მხოლოდ გაგიფუჭებთ.

შეიძლება მას ლაპარაკი სულაც არ სურდეს, როცა გვერდით ჰყავხართ, გულში ჩაკრული გეფერებოდეთ უსიტყვოდ, მაგრამ ეს სულ სხვაა.

გაჭიანურებული სატელეფონო საუბარი და დუმილი ადამიანს მალე მობეზრდება. თუ ყურმილს არ დაკიდებს, ყურადღებას მაინც სხვა რამეზე გადაიტანს და თქვენ ასე ვთქვათ "თამაშგარე მდგომარეობაში" აღმოჩნდებით.



6. დიალოგი მარტივ შეკითხვებზე ააგეთ. მეტად პრობლემური და საჭირბოროტო საკითხების განხილვა სხვა დროისთვის გადადეთ, უმჯობესია ამაზე შეხვედრისას ისაუბროთ.

მან თუ იცის, რომ ყოველ დარეკვაზე "საქმეებს გაურჩევთ" და თქვენი ურთიერთობის ბოლომდე გარკვევას შეეცდებით, შეიძლება სულ აღარ დაგირეკოთ.



7. სისტემატურად ურეკავთ? ხომ იცით, "შეუჩვეველს ნუ შეაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო", ერთი-ორი დღე თავი შეიკავეთ.

ნახეთ, როგორც კი "ჩვეული კომფორტი" მოაკლდება, როგორი აღელვებული დაგირეკავთ: "სადა ხარ, სად დაიკარგე, ხომ ყველაფერი კარგადაა, ისე მომენატრე..." და ა. შ.



8. ყოველ დარეკვაზე უთხარით, რომ გიხარიათ მისი ხმის გაგონება.

ნუ გეშინიათ, თუ ნორმალური ადამიანია, "თავში არ აუვარდება!"

ადამიანებს უყვართ, როცა გრძნობენ, რომ სწორედ იქ მოხვდნენ, სადაც მათ ზარს ელოდნენ.



... და ბოლოს, არასოდეს უთხრათ:



1. "თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე!"


ანუ კაცმა გამუდმებით რაღაც კონკრეტული საბაბი უნდა ეძებოს, რათა დაგირეკოს და უბრალოდ თქვენი ხმა გაიგოს.



2. "რაიმე საინტერესო მომიყევი..."


ასეთი შეკვეთები ნებისმიერ ადამიანს ჩიხში მოამწყვდევს.

როგორ მიხვდეს მაინც რა გაინტერესებთ ან რისი მოსმენა გსურთ - ანეკდოტის, შექსპირის სონეტის თუ უკანასკნელი ამბების?



3. "ახლა რას აკეთებდი?"


ჯობს, ზედმეტი ცნობისმოყვარეობა დაიოკოთ. ბოლოს და ბოლოს იქნებ საპირფარეშოში იყო, რა, არ შეიძლება?!



4. "მარტო ხარ?"


ვინმესთან ერთადაც რომ იყოს, რა, გეტყვით?!



5. "გუშინ ჩემთან არ დაგირეკავს?"


თქვენ რა, გაგიხარდებათ, მოკლედ და კონკრეტულად რომ გიპასუხოთ - "არაო?"



ასე და ამგვარად, ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და ფორმა აქვს -

თუნდაც ტელეფონით საუბარს.


4
369
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
369
  
2013, 19 აპრილი, 23:18
სრულიად მხოლოდ გულის ამოდზახიილს... :)
2013, 12 აპრილი, 19:56
ისე კონკრეტიკა მიყვარს :)
2013, 12 აპრილი, 19:50
სრულიად არავინ არასოდეს არაფერს არ ეთანხმება... სრულყოფილება არ არსებობს :)
2013, 12 აპრილი, 17:26
:) საინტერესო სტატიაა, თუმცა სრულად მაინც არ ვეთანხმები...
0 1 4