x
image
worldsport.ge
მაიკონი: “ანჟი” ან “ზენიტი”?

image“მანჩესტერ სიტის” 31 წლის ბრაზილიელ მცველ დუგლას მაიკონს კლუბში გარკვეული სირთულეები აქვს და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, “ქალაქელთა” ბანაკი დატოვოს. დაცვის მარჯვენა ფრთაზე “სიტიში” ახლა არგენტინელი პაბლო საბალეტა თამაშობს, წლეულს ის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს კარიერაში. ამავე პოზიციაზე თადარიგში ინგლისის ნაკრების მოთამაშე მიკა რიჩარდსია. ასეთი კონკურენციის პირობებში მაიკონი ძირითადში ძალიან იშვიათად ხვდება და სხვაგან წასვლის სურვილიც ბუნებრივია.
მისი აგენტის, რობერტო კალენდას თქმით, დიდი შანსია, ბრაზილიელმა ზაფხულიდან კარიერა რომელიმე რუსულ კლუბში გააგრძელოს, ოღონდ ეს გუნდი აუცილებლად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაში. “მაიკონი 31 წლისაა და ჯერაც ჩინებულ ფორმაშია, - ამბობს კალენდა, - მას ბრაზილიის ნაკრებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს და ცხადია, სტაბილური სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. არადა, სატრანსფერო ფასი მხოლოდ 3, 5 მილიონი ევროა. დღეისთვის მისით ყველაზე მეტად რუსული “ანჟი” და “ზენიტი” არიან დაინტერესებულნი”.


www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0