x
ბორობუდური (ასევე ბარაბუდური)

ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) — მაჰაიანა ბუდიზმის IX საუკუნის მონუმენტი ინდონეზიის კუნძულ იავისცენტრალურ ნაწილში, ქალაქ მაგელანგის სიახლოვეს. მონუმენტი შედგება ერთმანეთზე ნაგები ექვსი მართკუთხა და სამი წრიული პლატფორმისაგან და შემკულია 2 672 რელიეფური პანელითა და ბუდას 504 ქანდაკებით. მთავარი გუმბათი მდებარეობს ზედა პლატფორმის ცენტრში. მას ირგვლივ გარს აკრავს მოჩუქურთმებული სტუპები, რომლებშიც განთავსებულია ფეხმორთხმული ბუდას 72 ქანდაკება .
მონუმენტი მეუფე ბუდას უწმინდესი სალოცავი და ბუდისტ პილიგრიმთა ერთ-ერთი უმთავრესი მოსალოცი ადგილია. პილიგრიმთა აღმასვლა იწყება მონუმენტის ძირიდან და მიჰყვება ბილიკს, რომელიც მის ირგვლივ შემოვლით ზემოთ მიიწევს ბუდისტური კოსმოლოგიის სამი დონის გავლით, სახელდობრ, კამადჰატუს (Kāmadhātu —სურვილის სამყარო);რუპადჰატუს (Rupadhatu —ფორმების სამყარო) და არუპადჰატუს (Arupadhatu — უფორმო სამყარო). მოგზაურობის განმავლობაში მონუმენტი პილიგრიმებს გზას მიანიშნებს საფეხურებისა და კორიდორების სისტემის მეშვეობით, რომელთა გასწვრივ კედლებსა და ბალუსტრადებზე 1 460 რელიეფური პანელია.
ისტორიული ცნობების თანახმად, ბორობუდური XIV საუკუნეში იავაზე ბუდისტური და ინდუისტური სამეფოების დაკნინების შემდეგ მიტოვებულ იქნა და იაველები ისლამზე მოექცნენ. მონუმენტი 1814 წელს აღმოაჩინა სერ ტომას რაფლზმა, იავის ბრიტანელმა მმართველმა, რომლის მდებარეოებაც მას ადგილობრივებმა მიანიშნეს. მას შემდეგ ნაგებობას რამდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1975 და 1982 წელს ჩატარებული ერთობლივი სამუშაოები ინდონეზიის მთავრობისა და იუნესკოს მიერ, რის შემდეგაც მონუმენტი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ბორობუდური დღესაც პოპულარული ადგილია ბუდისტ პილიგრიმთათვის, სადაც წელიწადში ერთხელ ინდონეზიელი ბუდისტები „ვესაკს“ დღესასწაულობენ. მონუმენტი ამჟამად ინდონეზიის ყველაზე პოპულარულიტურისტული ღირსშესანიშნაობაა...
ბორობუდური (ასევე ბარაბუდური) image

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგიჭახო
გიორგიჭახო
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0