x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლეონარდო დიკაპრიო -გზა ლოს-ანჟელესის ღატაკი უბნიდან ჰოლივუდის მწვერვალებამდე.
image
ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო კალიფორნიის შტატში, ქალაქ ლოს-ანჟელესში დაიბადა 1974 წლის 11 ნოემბერს.დედას რუსული ფესვები ჰქონდა, ხოლო მამა იტალო-გერმანული წარმომავლობის გახლდათ.მოკლედ, ჰოლივუდის კინოვარსკვლავის სისხლში რუსული, იტალიური და გერმანული სისხლი ერთად ჩქეფს.როგორც ამბობენ, ლეონარდო ყოველთვის ამაყობდა რუსული წარმომავლობით და კიდეც დააფიქსირა პუტინთან საუბრისას, რომ მას არა მეოთხედი, არამედ ნახევრად რუსული გენი

imageimage

აქვს.ლეონარდო ჰოლივუდის ყველაზე ღარიბ უბანში გაიზარდა.მისი მშობლები ჰიპები იყვნენ და სანდო წყაროები გვიამბობენ, თუ როგორ დასაჯა ჯერ არ დაბადებული ბავშვი დედამ. როცა მშობლები ლეონარდო და ვინჩის გამოფენაზე იყვნენ, პატარამ მუცელში წიხლი დაარტყა.გაბრაზებულმა ელენა სმირნოვამ(ლეონარდოს დედა) გადაწყვიტა, ბავშვისთვის ლეონარდო დაერქმია, რამაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა მომავალ ვარსკვლავს.მას საკუთარი სახელის გამო იმედგაცრუებაც კი ჰქონდა.კინოს აგენტები სახელის შეცვლას

ითხობდნენ, ზოგს ვარცხნილობა არ მოსწონდა, მაგრამ ბოლოს გამოჩნდა აგენტი, რომელმაც გარდამტეხი როლი შეიტანა დიკაპრიოს მომავალში.იმასაც ამბობენ, რომ მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი მისმა ქალურმა სილამაზემ იმოქმედა.image

ლეონარდოს კარიერა "სანტა ბარბარადან" დაიწყო, როცა ის 16 წლის იყო.სულ ხუთ ეპიზოდურ როლში ითამაშა და საკმაოდ წარმატებით.დღეს, "ოქროს გლობუსის" მფლობელი- "საპნის ოპერიდან"გახდა ვარსკვლავი.


ლეონარდო დიკაპრიო რვაჯერ იყო ნომონირებული "ოქროს გლობუსზე", რომელიც ერგო 2004 წელს ფილმში"ავიგატორი"საუკეთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის და სამჯერ იყო წარდგენილი "ოსკარზე".სამწუხაროდ, დღემდე ეს პრესტიჟული ჯილდო -"ოსკარი" არ მიუღია.

ყველაზე დიდი პოპულარობა ლეონარდოს ფილმმა"ტიტანიკმა" მოუტანა.მან უამრავ ფილმში ითამაშა მთავარი როლები და ყველგან წარმატება თან სდევდა.image


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გაბრაზებული კინოდან წასვლას აპირებს, მაგრამ არ არსებობს სანდო წყარო, რომელიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებს.

ძალიან საინტერესოა მისი პირადი ცხოვრება.მსახიობი არაერთხელ გახდა პაპარაცების დევნის ობიექტი, რაც გამოწვეული იყო იმ დაუსრულებელი ჭორებით, რასაც მასზე საუბრობდნენ.როგორც წყაროები გვატყობინებენ, მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამოდელო სამყაროს ისეთ სახეებთან, როგორებიც არიან:ბარ რაფაელი, ჟიზელ ბიუნდჰენი, ერინ ჰიზერტონი.სწორედ ეს მოდელები არიან ამ

ფოტოებში წარმოდგენილნი დიკაპრიოს "კოლექციიდან".image image

ამჟამად კი მის კოლექციას 2011 წლის "მის კოსოვო" მშვენიერი აფერდიტა დრემაისი ამშვენებს, რომელიც გასულ წელს "მის სამყაროს" ფინალისტი გახდა.ეს ფოტო თებერვლის მიწურულს გადაიღეს პაპარაცებმა, როცა მსახიობი და "მის-კოსოვო'აივანზე საუბრობდნენ.

imageბოლო ინტერვიუში ლეონარდო აღიარებს, რომ ის ღარიბი, შუა კლასის ოჯახიდანაა და მისთვის მსახიობობა ბავშვობაში მიუწვდომელ ფუფუნებად ითვლებოდა.-"როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, ნამდვილად გაშმაგებული დევნა დავიწყე ამ ოცნების რეალიზაციისთვის"-აცხადებს მსახიობი და დასძენს, რომ"'ჯერ ვერ ვაცნობიერებ მოახლოებულ 40 წელს.დიდ ციფრ ორმოცამდე ორი წელიღა დამრჩა..."

ამჟამად, ლეონარდო დიკაპრიო სხვა მსახიობებთან ერთად (განხილვის პროცესშია) წარდგენილია ჯილდოზე კატეგორიაში "საუკეთესო ბოროტმოქმედი", რომლის გამარჯვებულს სულ რაღაც ორ კვირაში, ანუ 2013 წლის 14 აპრილს დაასახელებენ.

5
416
27-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
416
  
2013, 2 აპრილი, 19:10
ყველაზე ცისფერთვალება მსახიობი ♥
2013, 2 აპრილი, 19:07
ლეონარდოს ბოლო როლი მომწონს ფილმში ჯანგოს თავისუფლება!
2013, 31 მარტი, 22:32
40 წლის ლეო მორჩევნია 20-25 წლისას... უძლიერესი კი არა,გენიალურია...
2013, 31 მარტი, 19:51
უძლიერესი მსახიობია
0 1 5