x
image
Guns N Roses
სად მიხეილ სააკაშვილი და სად ედუარდ შევარდნაძე!

imageდღეს ბევრი ადამიანისგან გაიგონებთ, ჩემი აზრით, ძალიან უპრაგონო ფრაზებს. გასაგებია, რომ ბევრი შეიძლება გამწარებული იყოს, ბევრს შეიძლება რამე ჩამოართვეს ან გაუუქმეს, ბევრი ადამიანი შეიძლება დაითხოვეს ან გაანთავისუფლეს სამსახურებიდან მაგრამ ეს ფაქტები, ყოველშემთხვევაში ჩემი აზრით, ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პარალელი გაივლოს დღევანდელ პრეზიდენტსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის, ეს ყოვლად დაუშვებელია. პირველ რიგში ეს ფაქტი ალბათ მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანებს ხშირად ბევრი რამ გვავიწყდება და ერთადერთი რამ რაც არ მოგვწონს აწმყოა, ეს მოსაზრება ნამდვილად არ არის აზრს მოკლებული, რადგან თუ ვინმე კარგად გაიხსენებს იმ დროს, როდესაც საქართველოს მართავდა ედუარდ შევარდნაძე, ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ აღელვებდა ქართველი ხალხის ბედი, ადვილად მიხვდება, რომ არც კი შეიძლება პარალელის გავლება დღევანდელ დროსა და ადრინდელს შორის, ეს არის სრული უმსგავსობა. ადამიანი გადის გარეთ და არ ეშინია იმის, რომ ვინმე ტელეფონს წაართმევს ან ჩანთას გამოგლიჯავს, ან ოქროს ცეპს გასტაცებს და ასე შემდეგ. თქვენ გინდათ თქვათ, რომ ამის მიღწევა ადვილი იყო?! არა, ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით თუ მართლა ეგრე ფიქრობთ. რათქმაუნდა ბევრი რამ არ არის მოსაწონი, მაგრამ ეს ფაქტები ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ყველა ის დამსახურება რაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დაიკარგოს. შევარნაძის დროსთან პარალელის გავლებაზე კი ალბათ სამარცხვინოა საერთოდ საუბარი!


1
1369
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1369
  
2013, 13 აპრილი, 20:01
ნამდვილად მართალია ვინაც არ უნდა გადავაროს ფაქტი ფაქტია
0 1 1