ბანკები დოლარებზე გამოსახული პრეზიდენტები და სახელმწიფო მოღვაწეები (ყველა ბანკნოტის მიმოხილვა) 2013, 20 მარტი, 20:17 მინდა წარმოგიდგინოთ საინტერესო კოლაჟი დოლარზე გამოსახული პრეზიდენტების შესახებ. თქვენ გინახავთ 1000 ნომინალის დოლარი? 5000? 100 000? ამ სტატიაში იხილავთ აშშ დოლარის ყველა ნომინალის ბამკნოტას. ასევე წარმოგიდგენთ მოკლე ისტორიას მათზე გამოსახული პრეზიდენტების შესახებ.
1) ბანკნოტა 1 დოლარი: გამოსახულია ჯორჯ ვაშინგტონი, აშშ-ს პირველი პრეზიდენტი. ის გახდა პირველი პრეზიდენტი, რომლის სახეც პირველად გამოჩნდა დოლარის კუპიურაზე 1869 წელს. ამ ბანკნოტის ბრუნვადობის საშუალო ციკლი 18 თვეა, ეს გამოწვეულია მისი მაღალი მოხმარებით. ![]() 2) ბანკნოტა 2 დოლარი: გამოსახულია დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ავტორის ტომას ჯეფერსონის პორტრეტი, რომელიც 2 დოლარიანს 1869 წლიდან ამშვენებს. 1900 წლიდან აშშ-ს მთავრობამ უშედეგოდ სცადა ამ ბანკნოტის პოპულარობის გაზრდა. ![]() 3) ბანკნოტა 5 დოლარი: აბრაამ ლინკოლნი. აშშ-ს მეთექვსმეტე პრეზიდენტმა შთამომავლობის პატივისცემა დაიმსახურა იმით, რომ ბოლო მოუღო მონობას და შეძლო აშშ-ს მთლიანობის შენარჩუნება. ბანკნოტაზე გამოისახება 1914 წლიდან. 1964 წელს კი მასზე გაჩნდა აშშ-ს დევიზი "In God We Trust". ![]() 4) ბანკნოტა 10 დოლარი: ალექსანდრ ჰამილტონი. აშშ-ს პირველი ფინანსთა მინისტრი. ის ერთ-ერთია ორ ადამიანს შორის, რომელიც ბანკნოტაზეა გამოსახული მიუხედავად იმისა, რომ არაა პრეზიდენტი. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი 10 დოლარიანი 1861 წელს გაჩნდა ლინკოოლნის პორტრეტით. ![]() ![]() ![]() ![]() იშვიათი ბანკნოტები. 1) 500 დოლარი: მაკ-კინლი. 25-ე პრეზიდენტი მოკლეს 1901 წელს. მისი პორტრეტი ბანკნოტაზე 1928 წელს გაჩნდა. ![]() ![]() 2)1000 დოლარი: გამოსახული კლივლენდი აშშ-ს 22-ე და 24-ე პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკნოტის გამოშვება შეჩერებულია, ეს არის აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ბანკნოტა. 1890 წელს გამოშვებული 1000 დოლარიანი 2006 წელს 2.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 2796 9-ს მოსწონს
|