x
image
gvanca998
" ფეისბუქი" ადამიანებს აიძულებს თავი უბედურად იგრძნონ !
ასე ფიქრობენ გერმანელი მეცნიერები. კერძოდ ბერლინის ჰუმბოლდტის ტექნიკური უნივერსიტეტის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი ადამიანებს აიძულებს, რომ თავი უბედურად იგრძნონ და სიცოცხლის ხალისი დაკარგონ. მილიონი ადამიანის გამოკითხვის შედეგად და კვლევის საფუძველზე ისინი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ისეთი "ფრენდების" ფოტოების

დათვალიერება, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ასევე მათი

image

ბედნიერების გამომხატველი სტატუსები, წარუმატებელ ადამიანებს შურს უჩენს და ისინი საკუთარი ცხოვრებით კიდევ უფრო უკმაყოფილონი ხდებიან.


- კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც სოციალურ ქსელში ნაკლებ დროს ატარებენ, თავს ბევრად ბედნიერად გრძნობენ.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე კვლევის ექსპერტები მომხმარებლებს ურჩევენ, შეძლებისადგვარად ნაკლები დრო დაუთმონ სოციალურ ქსელს ან ფოტოები რომლებიც მათ ქვეცნობიერად აღიზიანებთ უბრალოდ დაბლოკონ.

ასეთივე კვლევა გასული წლის ზაფხულში დიდ ბრიტანეთშიც ჩატარებულა, რომლის ავტორებმაც ზუსტად იგივე შედეგები მიიღეს.

1
36
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:gvanca998
gvanca998
36
  
2013, 21 მარტი, 16:11
ისე სიმართლეა, ზოგჯერ ნერვები მეშლება როცა მე ვშრომობ და სხვა უშრომელად აღწევს იმას რაც მე მინდოდა. მაგრამ რას იზამ ოდესმე ჩვენთვისაც გამოანათებს მზე ;)
0 1 1