დიეტოლოგია რომელი პროდუქტების დახმარებით შესაძლებელია მადის დაქვეითება ? 2013, 19 მარტი, 13:19 ნორმალური წონის შენარჩუნებისთვის საშინელი, რთული და გამომფიტავი დიეტების დაცვა საჭირო სულაც არ არის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, საკმარისია მხოლოდ მადის შემცირება, მაგალითად: თევზით, ვაშლით ან უგაზო წყლით. აღნიშნული პროდუქტების ეფექტი მედიკოსებმა ასეულობით მოხალისეზე გამოსცადეს. ექსპერიმენტის დახმარებით მათ სურდათ, ჭარბი წონისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური და ამასთანავე იოლი მეთოდი მოეძებნათ. აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი კვების რაციონში თევზის ცილას, ვაშლს და არაგაზირებულ წყალს დაამატებს, მას მადა მნიშვნელოვნად უმცირდება და შესაბამისად წონაში მომატების რისკიც საკმაოდ დაბალია. 564 4-ს მოსწონს
|