სხვა 10 უცნაური ფაქტი ორშაბათის შესახებ 2013, 19 მარტი, 11:44 ბევრი საინტერესო და ამოუხსნელი მოვლენა უკავშირდება კვირის პირველ დღეს ორშაბათს. ამ დღის შესახებ ბრიტანელმა მეცნიერებმა 10 უცნაურ ფაქტები გამოავლინეს.
1. ორშაბათობით ყველაზე მეტი შეყვარებული წყვილი შორდება.
2. ადამიანების უმრავლესობა, დაახლოებით დილის 11 საათამდე არ იღიმება.
3. სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო კომპანიაში მომუშავე ადამიანების 50% ორშაბათს სამსახურში აუცილებლად იგვიანებს. 4. ორშაბათობით, სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელთა პროდუქტიულობა 3-5 საათის მანძილზე ნარჩუნდება. 5. ორშაბათს მიოკარდის ინფარქტის რაოდენობა 20% მატულობს. 6. სტატისტიკის მიხედვით ორშაბათობით ყველაზე მაღალია თვითმკვლელობები ან თვითმკვლელობის მცდელობა. 7. სწორედ პირველი დღე სახელდება ავტომობილის სარფიანად შეძენის საუკეთესო დროდ. მიზეზად ის მოყავთ, რომ შაბათ კვირის შემდეგ გამყიდველს იმედი აღარ აქვს, სარფიანი გარიგების და ფასს საგრძნობლად აკლებენ. 8.ორშაბათობით, ადამიანების უმრავლესობას არ უყვართ ფულის გასესხება. 9.ყველაზე მეტად "ორშაბათის სინდრომი" 45-54 წლის ფარგლებში მერყეობს.ისინი 12 წუთი წუწუნებენ ორშაბათზე. 10.ყველაზე იშვიათად წვიმა ორშაბათს მოდის. მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ არსებობს რამდენიმე სასიამოვნო ხერხი შეებრძოლოთ უსიამოვნო დამოკიდებულებას ორშაბათის მიმართ. დაიწყეთ დილა გამამხნევებელი ვარჯიშით, მიირთვით შოკოლადი, წადით საყიდლებზე ან სულაც ჩართეთ ტელევიზორი და უყურეთ იუმორისტულ გადაცემას, დაიწყეთ დილა ღიმილით. 187 3-ს მოსწონს
|