x
image
ირინა ნადაშვილი
გინდათ იცოცხლოთ 500 წელი?

image






როდესაც არქეოლოგიურ ფაქტებს ვეცნობთ ადამიანის გიგანტური ჩონჩხების შესახებ; ასევე სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიურ თუ რელიგიურ ჩანაწერებში უძველესი ადამიანის ასაკობრივ მონაცემებზე ინფორმაციას ვკითხულობთ, ხშირად სამნიშნა რიცხვით გამოხატულს

– _ ცხადია დაუჯერებლად გვეჩვენება.






ვის 200 წელი უცხოვრია, ვის ორჯერ მეტი და ვის უფრო მეტიც.. შორს რომ არ წავიდეთ ბიბლიური პერსონაჟების ასაკს გადავხედოთ:



image




ადამს__ 930 წელი უცოცხლია







image





კაენს__910







image






ნოეს ___777 წელი





ცნობილია ბიბლიიდანვე რომ მათუსალა __ უხუცესი ადამიანია ადამიანთა შორის, (969წ) ვინც კი შობილა დედამიწაზე!


მეცნიერებს, მსჯელობისთვის, ეგზომ ___ჯიუტი ფაქტები__უყვართ, ამიტომ თვლიან რომ წარსულში კალენდარულ დროს, შეცდომით ან სრულიად სხვა ფორმით ანგარიშობდნენ__ მაგ: მაშინდელი ერთი თვე, ახლანდელ ერთ დღეს უდრის. ამგვარად ბიბლიური უხუცესს, ბატონ მათუსალას, ჩვენი პლანეტას სულ რაღაც 78 წელი "შეუწუხებია"!


გამოდის რომ პლანეტის ახლანდელი უხუცესები, უფრო დღეგრძელები არიან... თანამედროვე უხუცესობის ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და საერთო ჩარჩოებშიც ვერ ჯდება:


image



ზოგი მათგანი მწეველია, ზოგი ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს, ზოგი სწორად იკვებება და ზოგიც საერთოდ არ იცნობს სსტრესს...


image






მაგრამ მეცნიერები მაინც ეძებენ ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს კონკრეტულ გასაღებს!



კარგა ხანია დადგინდა რომ მთავარი გენეტიკააა..




მაგრამ სწორედ მათ ვისაც გენეტიკა არ სწყალობთ, აღმოჩენათა ეს "დიდი ეპოქა", ახალ სასწაულს ჰპირდებათ..

ადამიანის გენის კვლევისას მეცნიერებს იდეა დაებადათ (ამ გენურმა ინჟინერიამ სულ გადარია ეს ხალხი!) რა მოხდება თუ ადამიანის გენზე, ლოკოკინას გენს გადავიტანთ, მით უფრო რომ მათი გენი 50 % ჰგავს ერთმანეთსო?!.......


image


სწავლულებმა ითათბირეს, იმსჯელეს, იკამათეს და დაადგინეს ___ რა მოხდება და ადამიანი 500 წელს იცოცხლებსო! (გაგეღიმათ?)



(ჭირი იქა, ლხინი აქა..

ქატო იქ და ფქვილი აქა)


imageimage








მეცნიერებს ეძინებათ, თვალები ეხუჭებათ..

ძილში ფერად-ფერადი__ ზღაპრები ესიზმრებათ...

იავნანა ნანინა ნანა.......................(წაიმღერეთ გეთაყვა!)


ესეც ასე...

კაი ბატონო და დავაძინეთ ღამენათევი ტვინარეული მეცნიერები მაგრამ......................

იქნებ ყველაფერი ფაქტია და არც ისე "შეცდომით" ანგარიშობდნენ ძველები__ დროს? ვინ იცის?


image


ვინ იცის?..............




8
1008
14-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
1008
  
2020, 21 იანვარი, 17:47
სიცოცხლე 180 წლამდე = Live to be 180 / ჯუსტინ გლასი ; რედ. ვ. ჯინჭარაძე.
2013, 3 აპრილი, 23:57
500 წელი გასაკვირია? :) ეგ რეალური ფაქტია, რომ დედამიწა ადრე მზის გარშემო უფრო ახლოს ტრიალებდა და უფრო ჩქარა. ასე რომ მაშინდელი ერთი წელი სულ რამდენიმე თვეში გადიოდა.
2013, 17 მარტი, 2:51
ვის რად უნდა 500 წლიანი ტანჯვა :X სამუდამო სულიერ სიამოვნებას ანუ სამოთხეს გაუ... :))
2013, 12 მარტი, 1:33
ირინა ძალიან კარგ სტატიებს წერ მაგრამ როგორც ჩანს რეიტინგით ვერ გამოირჩევა სამწუხაროდ (. 500 არვიცი მაგრამ მე მქონდა წიგნი "სიცოცხლე 18ო წლამდე" ძალიან მაგარი ფაქტები იყო მოყვანილი და საინტერესო რჩევები იყო მოყვანილი ხანგრძლივი სიცოცხლის მსურველთათვის, სამწუხაროდ წიგნიც დავკარგე და არც ავტორი მახსოვს (
2013, 11 მარტი, 20:13
რა ვიცი, არ დაიმტვრეთ და ..... :))))))))))))))))))))))))))))))))))))
2013, 11 მარტი, 20:11
გაუშვი იტრიალოს, ჩავხტები:))
2013, 11 მარტი, 20:10
გავაჩეროთ დედამიწა __ ჩადიხართ?!..... :))))))))))
2013, 11 მარტი, 20:09
”გინდათ იცოცხლოთ 500 წელი?”

ნამდვილად არ მინდა:)
0 1 8