x
image
lady.ge
23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
imageფინანსური საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და არსებითი იქნება საღამომდე. დაკავდით ნაღდ ფულს, კვების ორგანიზებას, ფულის დაბანდებასთან
დაკავშირებული საკითხებით. საღამოს შრომისმოყვარეობა და თანმიმდევრულობა
მატერიალური პრობლემების მოგვარებისას შეიცვლება მომატებული კონტაქტურობით და
ცნობისმოყვარეობით. ნუ ენდობით შემთხვევით ადამიანებს.


imageდილის და დღის საათები ხელსაყრელია რუტინული საქმეებისთვის. ყურადღება
მოიკრიბეთ დაწყებული პროექტების დასრულებაზე, ნუ იჩქარებთ კარდინალური ნაბიჯების გადადგმას. დღის ბოლოს ორმაგი სიფრთხილე გამოიჩინეთ შემოსავლებს, ვაჭრობას,
ბიზნესს, მოკლე მოგზაურობას, ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებში.
გვიან საღამოს ნუ დანიშნავთ საქმიან შეხვედრებს და ნუ განახორციელებთ მნიშვნელოვან გადარიცხვებს.

imageსაღამომდე მშვიდად დაკავდით დასახული საქმეებით. ამ დღეებში უხეშად არავინ
დაარღვევს თქვენ განმარტოებას. დღის ბოლოს მოიმატებს საფრთხის, ფუსფუსის, ემოციური
სტრესის ალბათობა. გაურკვეველი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულებს სიტუაციას.
მოსალოდნელია ყოფითი და ოჯახური უთანხმოების გამწვავება.


imageმეტად ხელსაყრელი იქნება დღის საათები. საქმეების მშვიდი და თანაბარი
მიმდინარეობა შეგიქმნით დადებით განწყობას და გააღრმავებს მომავალი წარმატების
რწმენას. საღამოს გამოიჩინეთ სიფრთხილე საჭესთან, ნუ ენდობით შემთხვევით
ნაცნობებს, ნუ იჩქარებთ მაცდუნებელი ინფორმაციის ნდობას, რომელსაც საეჭვო წყაროდან
მიიღებთ.


image ნაკლებად საუკეთესო დროა ნაჩქარევი წამოწყებისთვის. დღისით შეინარჩუნეთ წონასწორობა არსებულ საქმიან ურთიერთობას და მატერიალურ საკითხებში. დღის ბოლოს აქტუალური იქნება ახალი ვარიანტების
და შესაძლებლობის ძიება. გაგიჩნდებათ ორიგინალური ჩანაფიქრები. მეგობრის
წინდახედულობა გადამდები იქნება და გაიძულებთ საქმეებში მონაწილეობის მიღებას.


imageსაღამომდე დაჟინებით მიყევით დასახულ მიზნებს, ნუ
იჩქარებთ ძალების გადანაცვლებას. საღამოს გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან
გარემოება თქვენ წინააღმდეგ იმოქმედებს. მოიმატებს არასწორი გადაწყვეტილების
მიღების ან არასაიმედო პარტნიორის არჩევის რისკი. მოერიდეთ ტყუილს, სტრესებს,
გაუმართლებელ ფუსფუსს და სიჩქარეს, საეჭვო შემოთავაზებას.


imageდღისით ყურადღება დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს, განსაკუთრებით ერთობლივ
რესურსებს და დაბანდებას. ძილის წინ დაფიქრდით საკუთარი შესაძლებლობის
გაფართოებაზე. გაგიჩნდებათ საქმიანი აზარტი ან მიგიზიდავთ შორეული ქვეყნების
რომანტიკა. ერთმანეთისგან განასხვავეთ ოცნება და რეალობა, რადგან ყველა შემოთავაზება პატიოსანი არ იქნება, ჩანაფიქრები კი არ განხორციელდება.


imageდიალოგში ხშირად მიეცით სიტყვა მეორე მხარეს და პატივისცემით მოეპყარით მის
მოთხოვნილებებს. გამოჩენილი სიჯიუტე და არ დათმობა საღამოს უარყოფითად აისახება
მნიშვნელოვან პარტნიორობაზე და სტაბილურობაზე. დღის ბოლოს არასასურველია ახალი საქმეების ნაჩქარევად დაწყება, სახიფათო მოგზაურობაში წასვლა, ურთიერთობის
გარკვევა. მოსალოდნელია გართულება ინტიმურ ცხოვრებაში.


imageდილის და დღის საათები დაუთმეთ მიმდინარე საქმეების მოწესრიგებას. გამონახეთ დრო დასვენებისთვისაც, საღამო მეტად დატვირთული გექნებათ. გარშემომყოფების საქციელი უფრო აგრესიული, ნერვიული, ცვალებადი იქნება.
გაღიზიანებას გამოიწვევს უფროსის, კლიენტის ან მეუღლის საქციელიც.



imageდილა ხელსაყრელია მშვიდი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამოს ატმოსფერო
დაიძაბება, მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საზრუნავის გაჩენა.
მოგიწევთ ურთიერთობა მედიცინის ან ტექნიკური სერვისის წარმომადგენლებთან, სასწრაფო
გამგზავრება ან გადაუდებელი დახმარების გაწევა. მოერიდეთ სიჩქარეს, ფუსფუსს და
კამათს.


imageდღეს თან გდევს გასული ვიქენდის მოგონება. რუტინული საქმეების კეთებისასაც
მუდმივად იფიქრებთ სახლზე. დღის ბოლოს თქვენი განწყობა შეიცვლება, ის უფრო
დინამიური და შემოქმედებითი გახდება. ნუ იჩქარებთ ახალი მიმზიდველი იდეების განხორციელებას.



imageგვიანი საათებისთვის არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები. საღამოს სახლში გელოდებათ
დაძაბული, გაურკვეველი გარემოება. აღმოჩნდებით უხერხულ მდგომარეობაში, შეხვდებით
ტექნიკურ გაუმართაობას, ტყუილის ან ქურდობის მცდელობას. შეუფერებელი მომენტია
ნებისმიერი ოჯახური თემების განხილვისთვის. არ აყვეთ გაღიზიანებას, რათა კამათი არ
გამწვავდეს



































0
570
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
570
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0