x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
გლობალური ფინანსური საფრთხე - ფული უზრუნველყოფის გარეშე.

დღეს შევეხებით ბოლო დროის ყველაზე მწვავე საკითხს - სახელმწიფო ვალდებულებების კრიზისს ევროპაში, და ფაქტიურად, მთელ მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანია, რამდენადაც საბოლოო ჯამში მასზეა დამოკიდებული ჩვენ, უბრალო მოქალაქეები საკუთარი ფულით, თუ რა რაოდენობის საქონელის ყიდვას შევძლებთ.
image
დასაწყისისათვის განვმარტოთ, რომ სახელმწიფო ობლიგაცია - ეს არის ფასიანი ქაღალდი, რომელის გაყიდვითაც სახელმწიფო მოიზიდავს, ანუ იღებს სესხად ფულად სახსრებს თავისი პროგრამების დასაფინანსებლად.
დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ს, ევროპის და იაპონიის მსგავსი ქაღალდები ითვლებოდნენ, პრაქტიკულად, ურისკო საინვესტიციო საშუალებად. 2007 წლამდე მოწინავე კაპიტალისტური სახელმწიფოები ობლიგაციების ბაზრიდან თავისუფლად ახდენდნენ ფულადი სახსრებისს მოზიდვას. ოფიციალური კრედიტორები კი განსაკუთრებით მომრავლდნენ 2000-იანი წლების დამდეგს, როდესაც აზიური ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს უზარმაზარი სავალუტო რეზერვების მობილიზება, რითაც ყიდულობდნენ ამერიკის სახელმწიფო ობლიგაციებს დიდი ოდენობით.
ახლა ისევ გავაკეთოთ მცირე განმარტება. ობლიგაციების ბაზარზე მთავრობების ყველზე მსხვილი კრედიტორებია ქვეყნების ცენტრალური ბანკები. ისინი ახდენენ თავიანთი რეზერვების ინვესტირებას საიმედო აქტივებში, ამიტობაც ყიდულობენ ობლიგაციებს. მეორე რიგის კრედიტორებია კომერციული ბანკები. სახელმწიფო ობლიგაციის მსგავს საიმედო და მაღალლიკვიდურ აქტივს ისინი იყენებენ როგორც უზრუნველყოფას მოკლევადიანი კრედიტების ასაღებად სხვა ფინანურ ინსტიტუტებში, მათ შორის ცენტრალურ ბანკებში. მაგრამ ისინი ობლიგაციებს ასევე იყენებენ სპუკულაციური ოპერაციებისათვის: მაგალითად, 90-იან წლებში ბანკები აშშ-ს ცენტრალური ბანკიდან იღებდნენ კრადიტს 3%-ად და მაშინვე აკეთებდნენ ინვესტირებას 10 წლიან სახელმწოფო ობლიგაციებში შემოსავლიანობით 7%. შედეგად, ობლიგაციებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდებოდა, სახელმწიფო კი სიამოვნებით ყიდდა მას. ობლიგაციების ბაზარზე შემდგომი რანგის კრედიტორებია სადაზღვევო, საპენსიო კომპანიები, კერძო ფონდები. სადაზღვევო კომპანიას მაგალითად, გადამხდელუნარიანობის ასამაღლებლად, სჭიდება თავისუფალი სახსრების ინვესტირება საიმედო აქტივებში. ხოლო ობლიგაციების შემოსავლიანობაზე, ანუ ე.წ. „ურისკო განაკვეთზე“ ფაქტიურად, აგებულია მთელი დასავლური ფინანსური სისტემა. მაგალითად, ამერიკული 10 წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა შეადგენს მიახლოვებით წლიურ 2%-ს.

Bank of America Merrill Lynch -ის მონაცემებით, 2001 წელს მსოფლიოში მიმოქცევაში იმყოფებოდა 11 ტრლიონი დოლარის სახელმწოფო ობლიგაციები. 2011 წელს კი 31 ტრილიონი დოლარისა. მთელ ამ მასას ფლობენ მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები-კრედიტორები.
ევროპაში ევროს შემოღებასთან ერთად, სამხრეთევროპული სახელმწიფოებისათვის დაკრედიტების ფასი შემცირდა, ამიტომ მათ დაიწყეს დიდი რადენობს კრდიტების მოზიდვა, ანუ ისინი ყიდდნენ ობლიგაციებს დიდ მასას, რასაც ძველად ნაციონალური ვალუტის არსებობის დროს ვერ ახერხებდნენ. ბანკები მთელი მსოფლოდან სიამოვნებით ყიდულობდნენ ამ ობლიგაციებს, რითაც დააგროვეს ამ ობლიგაციების უზარმაზარი მასა. როდესაც დაიწყო კრიზისი, მთავრობებმა ბანკებს მოუწოდეს, რომ მათ მხოლოდ ქვეყნისშიდა ობლიგაციები შეესყიდათ. შედეგად, თუ ეს ქვეყანა გამოაცხადებს დეფოლტს, ამავე დროს გააკოტრებს ქვეყნის მთელ საბანკო სისტემას. დღეისათვის მუშაობს შემდეგი სქემა: ევროპის ცენტრალური ბანკი გასცემს კომერციულ ბანკებზე იაფ კრედიტებს. კომერციულმა ბანკებმა კი უნდა იყიდონ ევროპული ქვეყნების ობლიგაციები უფრო მაღალი შემოსავლიანობით. მით უმეტეს, დღეს სამხრეთევროპული ობლიგაციების შემოსავლიანობა 6%-7%-ის დონეზეა. მაგრამ მაღალი შემოსავლიანობა ხომ მიუთითებს გაზრდილ რისკზე. ხოლო როდესაც ცენტარლური ბანკი ფაქტიურად ყიდულობს საკუთარი ქვეყნის ობლიგაციებს, ამას ეწოდება Quantitative Easing. საინტერესოა, საიდან მოაქვს ცენტარლურ ბანკს ამდენი ფული? არსაიდანაც არ მოქვს. იგი მას უბრალოდ ბეჭდავს. ანუ მიმოქცევაში გამოდის უზარმაზარი რაოდენობის ფულის მასა უზრუნველყოფის გარეშე. აქ უკვე გასაგებია, რომ ობლიგაციის ბაზარი ფეხზე დგას, მანამ, სანამ ცენტრალური ბანკები ყიდულობენ ობლიგაციებს.

ევროპული ქვეყნებმა უკვე იმდენი ობლიგაციები გაყიდეს, ანუ უკვე იმდენი სესხი აიღეს, რომ ფინანსური ბაზარი მათ მიმართ უკვე ნდობას კარგავს და ამიტომ მათ ობლიგაციებზე შემოსავლინობამ მოიმატა. დღეისათვის კი ევროპულ ობლიგაციებზე საიმედოდ გამოიყურება ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა Johnson & Johnson, ან Exxon Mobil. საინტერესოა, როგორ აპირებენ ეს ქვეყნები ამ ვალების დაბრუნებას? ჩვენ ხომ ვიცით, რომ თუ ფიზიკური პირი ვერ იხდის ვალს, მას გაუყიდიან მთელ საკუთრებას და აიძულებენ დაფაროს ვალი. სახელმწიფოების შემთხვევაში ასე სულაც არაა. ჯერ ერთი, თუ ობლიგაციის დაფარვის ვადამ მოაღწია, ხდება მისი რეფინანსირება, ანუ ძველი სესხი ტრანსფორმირდება ახალ სესხში. მეორეც, მთავრობები, განსხვავებით ფიზიკური პირისა, სულაც არ აპირებენ გადაიხადონ ეს ვალები. თუ მთავრობას აქვს საკუთარი ცენტრალური ბანკი, მას შეუძლია ბეჭდოს ფული. სამხრეთევროპული ქვეყნების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ევროპაში ერთი ცენტრალური ბანკია. მაგრამ მაინც, მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნებმა ეს ვალს მაინც არ გადაიხდონ. ბოლოს და ბოლოს, ისინი დეფოლტს გამოაცხადებენ. დეფოლტი ცუდია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გადასახადის გადამხდელები ობლიგაციის მფლობლებს უარს ეუბნებიან ვალის დაბრუნებაზე და ცხოვრებაც გრძელდება. უნდა ითქვას ის, ის რაც დღეს საბერძნეთში ხდება, ანუ ის, რომ ევროპული მთავრობების პოლოტიკა - ვალები შეამცირონ მკაცრი ეკონომიის პრესისი ქვეშ, გამოიწვევს მომავალში ეკონომიკის შემცირებას, შემოსავლების შემცირებას და ამ შემცირებული დეფიციტის მომსახურება კიდევ უფრო ძნელი გახდება. ანუ ევროპის ეკონომიკა დაეშვება დაღმავალ სპირალზე. ამას ამტკიცებს იცის, რომ გასულ კვარტალში საბერძნეთის ეკონომიკა უკვე 7%-ით შემცირდა. მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა კი სინამდვილეში პოპულისტურ პოლიტიკასთან არის კავშირში. ცნობილია, რომ ქვეყნის საშუალოსტატისტიკური მოქალაქე მხოლოდ მიესალმება ყოველგვარი ვალისა და დეფიციტის შემცირებას დიადი მიზნებისათვის. პრაქტიკაში, ერთადერთი საშუალება ვალის შესამცირებლად - ეს არის ეკონომიკას აიძულო გაიზარდოს. ეს კი დაკავშირებულია მხოლოდ კრედიტების დამატებით მოზიდვასთან, მაგრამ ერთი პირობით - ეს ფული მიზანმიმართულად ეკონომიკის ზრდას უნდა მოხმარდეს, და არა სპეკულაციურ ოპერაციებს.

აქ საინტერესოა, შევეხოთ საპენსიო სისტემის მექანიზმს, რომელიც ისეთივე საპნის ბუშტია, როგორც სახელმწიფო ვალები. ანუ სქემა შემდეგშია - წინა პერიოდის მოსამსახურეები უხდიან ფულს უკანა პერიოდის მოსამსახურეებს. თან, ნორმალურ საპენსიო სისტემის მექანიზმს უჭირს მუშაობა, თუ უმუშევრობა იზრდება, ან თუ მოსამსახურეთა შემოსავლები მცირდება ეკონომიკური კრიზისის გამო. გადავუხვიოთ თემიდან და, ლოგიკურად, სისტემა ასევე ვერ იტანს სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას, ანუ მედიცინის მიღწევები საპენსიო სისტემაზე უარყოფითად მოქმედბს. აქ კი შეიძლება დავასკვნათ, რომ საპენსიო სისტემს ქმნიან არა ამისათვის, რომ მან იმუშაოს, არამედ იმისათვის, რომ პოლიტიკური მხარდამჭერის გული მოიგონ. ანუ, ვინც უფრო მეტ არარეალურ სიკეთეს შეპირდება, ის იქნება სიტუაციის მმართველი. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროპული ქვეყნები ცდილობენ ვალი შეამცირონ მკაცრი ეკონომიის პოლიტიკით.
უნდა ითქვს, რომ არსებობენ საბერძნეთზე, იტალიაზე და ესპანეთზე დიდი დებიტორები. მიმდინარე წელს მარტო აშშ-ს მოუწევს $3 ტრილიონის რეფინანსირება. იმისათვის რომ ქვეყნებმა ეს მოახერხონ, საჭიროა ინვესტორებს ქონდეთ ფული. ამ ფულს კი ბეჭდავენ ცენტრალური ბანკები, ანუ ობლიგაციის საპნის ბუშტი ზრდას განაგრძობს. ამას ისიც ამტკიცებს, რომ 2001 წელს აშშ-ს, ჩინეთის, ევროპის და იაპინიის ცენტრალური ბანკების ბალანსზე ირიცხებოდა 6, 4 ტრილიონი დოლარი. 2011 წელს კი 13, 7 ტრილიონი დოლარი. ანუ მოხდა მათი ბალანსების 110%-იანი ზრდა. როგორც ამტკიცებენ Morgan Stanley-ს ანალიტიკოსები, მსოფლიოს ცენტრალური ბანკები, როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისა, იყენებენ ყველა ხელმისაწვდომ მონეტარულ მეთოდს თავიანთი ეკონომიკების სტიმულირებისათვის. მათი აზრით, მსოფლიო ეკონომიკა უახლოვდება მაღალი ინფლაციის ეპოქას, რომელის ნიშნებს მიმდინარე წლის ბოლოს დავინახავთ, 2013 წელს კი უკვე მძაფრ ფორმას მიიღებს. ობლიგაციებს კი უარყოფითი შემოსავლიანობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ როდესაც ობლიგაცის შემოსავლიანობა მაგალითად, არის 2%, ხოლო ინფლაცია მაგალითად არის 3%, ეს მიშნავს, რომ ობლიგაციის რეალური განაკვეთი უერყოფითია, ანუ ინვესტორი წლიურად კარგავს ინვესტირებული თანხის 1%-ს. ინფლაციის მექანიზმი კი მარტივად შეიძლება ავხსნათ შემდეგნაირად - არსებულ ფულის მასასა და საქონელს შორის არსებობს გარკვეული თანაფარდობა. თუ გავზრდით ფულის მასას, გაიზრდება ამ საქონლის ყიდვის მსურველთა რიცხვი. ანუ, ან უნდა გაიზარდოს საქონლის რიცხვი, ან უნდა მოხდეს მისი გაძვირება. სწორედ ეს უკანასკნელთან გვაქვს დღეს საქმე.

არსებული სიტუაცია წააგავს 1999 წლის ინვესტორების მასიურ ფსიქოზს, ანუ ე.წ. „დოთქომების“ კრიზისს, როდესაც ინვესტორები მასიურად ყიდულობდნენ ინტერნეტ კომპანიების აქციებს, რომელთაც არც შემოსავალი გააჩნდათ, არც საქმიანობის რაიმე სტრატეგია. აღსანიშნავია ასევე ამერიკელ წვრილ ინვესტორთა გაუმართლებელი ოპტიმიზმი 2004-2007 წლებში, როდესაც უძრავ ქონებაში ხდებოდა დუფიქრებელი ინვესტიციები იმ აზრით, რომ უძრავი ქონება მუდმივად უნდა ძვირდებოდეს.
ბოლო წლებში შეიცვალა ასევე განვითარებადი ქვეყნების როლი. ადრე ითვლებოდა, რომ განვითარებად სამყაროს ახასიათებს ხშირი დეფოლტები, მაღალი ინფლაცია, მაღალი რისკები და შესაბამისად, მაღალი საპროცენტო განაკვეთები. თუმცა, დღეს უკვე ბევრ განვითარებად ქვეყანას ფინანსები ბევრად უკეეთეს მდგომარეობაში აქვს, ვიდრე განვითარებილ ქვეყნებს. მაგალითად, ბრაზილია და მექსიკა 5 წლიან ობლიგაციებში იხდიან 2%-ზე ნაკლებს, ბევრად ნაკლებს, ვიდრე სამხრეთ ევროპის ქვეყნები. ეს სრულიად ცვლის მსოფლიო საინვესტიციო ლანდშაფტს.
და მაინც, როგორ აპირებენ მთავრობები ამხელა ვალების გადახდას? აი როგორ - მთავრობოები ფაქტიურად, აიძულებენ ინვესტორებს შეისყიდონ სულ უფრო და უფრო მეტი ობლიგაციები, ამავე დროს მათ ამარაგებენ ახლადდაბეჭდილი ფულით. ეს უზარმაზარი ფულის მასა კი იწვევს ინფლაციის გაძლიერებას, რაც, ფაქტიურად დაწვავს მტავრობების დავალიანების საკმაო ნაწილს. სწორედ ეს სქემა მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც კვლავ წარმატებით ხორციელდება. მით უმეტეს, რომ დღეს ფინანსურ ბაზარზე მრავალი ცენტრალური და კომერციული ბანკია. ალბათ ნათელია, რომ როდესაც ობლიგაციის მფლობელებს შეუმცირდებათ მათ მიერ ინვესტირებული სახსრების რეალური ღირებულება, პარალელურად ასევე გაუფასურდება ჩვენი დაანზოგი, თუ ხელფასი. ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერი აისახება ჩვენს ჯიბეებზე.
როგორც ფიქრობენ Morgan Stanley-ში, გაურკვეველია, თუ სადამდე აპირებენ ინვესტორები ითმინონ არსებული მდგომარეობა. სწორედ მასზეა დამოკიდებული აქციების, ობლიგაციების და სხვა აქტივების შემდგომი ბედი.

ავტორი გიორგი გელაშვილი

2
158
2-ს მოსწონს
ავტორი:გია გელაშვილი
გია გელაშვილი
158
  
2013, 13 აპრილი, 1:32
მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ :)
2013, 12 აპრილი, 17:14
ძალიან საინტერესო სტატიაა
0 1 2