შოუბიზნესი რატომ ემალებიან სოფო ნიჟარაძე და მისი შეყვარებული ხალხს? რას გვიამბობს სოფო თავის რჩეულზე? 2013, 4 მარტი, 4:05 ბოლო პერიოდია, რაც სოფო ნიჟარაძის პირადი ცხოვრება საზოგადოების დიდი ნაწილის განხილვის თემაა. რამდენიმე თვეა აქტიურად საუბრობენ მის რომანზე საქართველოს პრეზიდენტთან. გავრცელებული ჭორების მიხედვით სოფოსა და მიხეილ სააკაშვილს რომანი აქვთ. პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგ წყვილი დაოჯახებასაც გეგმავს. სოფოს დედა კი ქვეყნის პირველ პირს სიძედ მოიხსენიებსო. ერთი პერიოდი სოფო პრეზიდენტის სასახლეშიც ცხოვრობდაო. იმასაც ამტკიცებდნენ, პრეზიდენტმა დაბადების დღეზე მომღერალს სიურპრიზი მოუწყო. მანქანით მიმავალი სოფო და ნინა წკრიალაშვილი პატრულმა გააჩერა, თითქმის 10 წუთი დააყოვნეს, სოფო ანერვიულებულა, გაჩერების მიზეზსაც არ ეუბნებოდნენ, ამ დროს პატრულის მეორე მანქანიდან სოფოს უზარმაზარი ვარდების თაიგული გადასცეს, როგორვ აღმოჩნდა, პირადად პრეზიდენტის საჩუქარი იყოო. არავინ იცის ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორებია თუ რეალობა. იმასაც ამბობნ, რომ ყველა ჭორში სიმართლი მარცვალი დევსო. სოფო ყოველთვის ამბობს, რომ შეყვარებულია. სამწუხაროდ მომღერალი არასდროს გვიმხელს რჩეულის ვინაობას. ბევრი ვეძებე და სოფოს 2 წლის წინანდელი ინტერვიუ ვიპოვე, სადაც ის საკუთარ შეყვარებულზე გვიამბობს: "მე და ჩემი შეყვარებული ისეთ ადგილებში ვხვდებით ერთმანეთს, სადაც, ნაკლებად, რომ ვინმემ შეგვნიშნოს. ცნობისმოყვარე ადამიანებს ადვილად ვემალებით. ბევრი მომღერალი იმაზე მუშაობს, რომ რაც შეიძლება სკანდალური იყოს და ბევრი ილაპარაკოს პირად ცხოვრებაზე. ჩემთვის კი უკეთესია, ნაკლებად გავხდე საჭორაო თემა. ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემზე ნაკლებად ილაპარაკონ. მე და ჩემი შევარებული არ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც პრესა და ტელევიზიაა. შეიძლება ასეთ ღონისძიებაზე ვიყოთ, მაგრამ ვერავინ შენიშნავს, რომ ჩვენს შორის რაიმე სიმპათია არსებობს".
1301 9-ს მოსწონს 8-ს არა |
საზიზღარია