x
image
K.P.
ვის ეჭირა თვალი ავეჯის სახლ "საბაზე" და რას გვიამბობს მისი მეპატრონე

image26 თებერვალს ღამით სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6000 კვ.მ-ზე განთავსებული 100-ზე მეტი ავეჯის მაღაზია განადგურდა. ჯერჯერობით არავინ იცის რამ გამოიწვია ხანძარი. არსებობს რამდენიმე ვერსია, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. მაღაზიაში სამუშაო საათების დასრულებისთანავე დაცვის სამსახური ელექტროენერგიას თიშავდა. წინასწარი გათვლებით ზარალმა უკვე რამდენიმე მილიონ ლარს მიაღწია. ამჟამად შექმნილია კომისია, რომელიც ზარალის ზუსტ ოდენობას აღრიცავს. მიუხედავად ამ ყველაფრისა სავაჭრო ცენტრის პატრონი და მოვაჭრენი, გამორიცხავენ, რომ ხანძრის მიზეზი ელექტონული გაყვანილობის გაუმართაობა ყოფილიყო.image "რაც ეს ბიზნესი მაქვს, მშვიდად ვსაქმიანობ. ჩემზე მუქარა არასდროს განხორციელებულა. არც ბიზნესკონკურენტები მყავს. პოლიტიკურ ანგარიშსწორებასაც გამოვრიცხავ, რადგან არც ერთ პარიაში არ ვარ და არც პოლიტიკურ სიმპათიებს გამოვხატავ რომელიმე მხარის მიმართ"-გვიამბობს სავაჭრო ცენტრის პატრონი პაატა კაჭარავა. ის ასევე ირწმუნება, რომ ხანძარი ხელოვნურად გაჩნდა. თუ ბატონ პაატას მტრები არ ჰყოლია და არც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონია ადგილი მაშინ ვის ინტერესებში შედიოდა ხანძრის ხელოვნურად გაჩენა?image 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა ჟურნალისტებთან. საზოგადოებაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ნაციონალებს ყურადღების გადატანა უნდოდათ, რათა ზედმეტი გართულებით გარეშე ჩაევლო ამ შეხვედრას.imageარსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ მაღალჩინოსანს სავაჭრო ცენტრის ყიდვა სურდა, მეპატრონისგან კი უარი მიიღო. ცეცხლი განძრახ გააჩინეს, ახლა კი ვალებში გადავარდნილი მეპტრონე სიამოვნებით გაყიდის ცენტრსო. საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები...

0
507
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0